შემოგვიერთდით

„პიროვნული ეფექტურობა (INSIGHTS® DISCOVERY)“ სადემონსტრაციო ტრენინგი კომპანია ,,დეველორისგან”

კომპანია “დეველორი” გიწვევთ სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

თემა: ინსაით დისქავერი გახლავთ პიროვნული მიდრეკილებების დიაგნოსტირების ხელსაწყო და მასზე მიბმული სატრენინგო პროგრამა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მას კომპანიები იყენებენ იმისათვის, რომ  შეისწავლონ თანამშრომლების განსხვავებული პიროვნული თვისებები და საჭიროებები და შექმნან სათანადო გარემო ურთიერთობების და თანამშროლობის გასაუმჯობესებლად.

ინსაით დისქავერის გამოყენებით შესაძლებელია:

  • ინდივიდების პირადი ეფექტურობის გაზრდა
  • გუნდური მუშაობის  გაუმჯობესება
  • მენეჯერების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება
  • კონფლიქტების პრევენცია

ტრენინგის მსვლელობისას გაზიარებული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • იუნგის პიროვნებათა ტიპოლოგიის თეორია  და INSIGHTSÒ ფერები
  • პიროვნული მიდრეკილებები და მათი როლი კორპორატიულ გარემოში
  • ინსაით დისქავერის „ფერადი ენა“

ტრენერი: ნინა გოგოლაძე, საქართველოში კომპანია „დეველორის“ სწავლებისა და განვითარების დირექტორი.

სადემონსტრაციო ტრენინგი ჩატარდება ა.წ. 22 იანვარს 10:00 საათიდან 12:30 საათამდე, თბილისში.

დარეგისტრირებისათვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1wQ5T4g6ffITcq11V-UmBxn39rv1M3KG6tud80EIXBTE/edit?fbclid=IwAR1kzdGxh8rU8PGzKhznMz2cLrGpo1tSsuqQB9Idla9rg50RpsFXnGY_Ins

სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობის მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდით 18 იანვარს 16:00 საათამდე.

მონაწილეთა შერჩევის წესი: ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა პირველი 12 დარეგისტრირებული პირი.

სადემონსტრაციო ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *