შემოგვიერთდით

რას გთავაზობთ თიბისი IT აკადემია?

თიბისი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თიბისი IT აკადემიის დაფუძნება.

თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება“ – აცხადებენ კომპანიაში.

თიბისი IT აკადემიის შესახებ ვესაუბრეთ მის მენეჯერს ზურაბ პერტაიას.

HR hub: რა მიმართულებებით მიმდინარეობს სწავლა?

ამ ეტაპზე სულ  გვაქვს სამი მიმართულება: ფრონტენდი, ბექენდი და UX მიმართულება.

HR hub: ვის შეუძლია კურსებზე რეგისტრაცია და არის თუ არა გარკვეული ცოდნა საჭირო?

კურსზე რგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს ვისაც აქვს სწავლის და ახალი პროფესიის ათვისების სურვილი,  ამისათვის  მინიმალური ცოდნაც საკმარისია ან სფეროსთან კავშირი.

HR hub: სწავლა ფასიანია? არა თიბისი IT აკადემიაში სწავლა უფასოა.

HR hub: კურსდამთავრებულებს დასაქმებას თუ ჰპირდებით?

კურსდამთავრებულებს არ ვპირდებით დასაქმებას, თუმცა ჩვენთვის საინტერესოა ნიჭიერ და მონდომებულ სტუდენტებთან თანამშრომლობა,  შესაბამისად პირველი კურსის ყველა  კურსდამთავრებული დასაქმდა.

HR hub: ამჟამადე თუ არის მიღება გამოცხადება კურსებზე?

ამჟამად გამოცხადებულია და მიმდინარეობს უკვე შერჩევა, აპლიკაციების მიღება შესაძლებელია https://forms.gle/mGHFxvzuskdyLvcn7.

HR hub: აპირებთ სამომავლოდ სხვა მიმართულებით კურსების დამატებას?

მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება ახალი კურსები,  ასევე უნდა აღინიშნოს რომ  აუცილებლად დაემტატება  კურსები სხვა ტექნოლოგიების მიმართლებით.

  •  
  •  
  •  
  •