შემოგვიერთდით

როგორ ეხმაურებიან საპენსიო რეფორმას HR მენეჯერები და სხვა პროფესიის ადამიანები სოციალურ ქსელებში

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელთაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.
თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე კი, რომელიც სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ინდივიდუალურ ანგარიშზე თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ს ჩარიცხავს, ხოლო სახელმწიფო დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს დაუმატებს.

რეფორმას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. ,,უდიდესი მავნებლობა საქართველოს ბოლო 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში”.
  2. ,,დამარწმუნეთ იმაში რომ ჩემს მიერ საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა 10 წლის მერე ისევ მე დამიბრუნდება. მყარი და კომპეტენტური არგუმენტები მინდა”.
  3. ,,შენსავე ანგარიშზე ინახება ეს თანხა. დაგროვებითის გარდა, იმის ფონზე, რომ მოსახლეობა სწრაფი ტემპებით ბერდება და ეკონომიკა ვერ იზრდება ასე სწრაფი ტემპებით, ნორმალური პენსიის მიღება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ ახლა ეჭვები გვაქვს და არ გვჯერა, მაგრამ ოდესმე უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი და ჩვენც ვისარგებლებთ ამ რეფორმით კარგად, დარწმუნებული ვარ. თუ, რა თქმა უნდა, აპოკალიფსი არ მოხდა”.
  4. ,,ჩემი აზრით დასახვეწია არსებული კანონი. არ მიმაჩნია სწორად წლების მანძილზე ჩემი სახსრებით დაგროვებული პენსიის მართვის უფლება არ მქონდეს და ამასაც სახელმწიფო მიზღუდავდეს ან/და განკარგავდეს, სრულად მსურს ჩემი დანაზოგის გამოყენება თუ ყოველთვიურად. არადა არსებულ კანონში პირდაპირ გაწერილია, როგორ შეგვიძლია თანხის განკარგვა. არსებობს გარკვეული და არც თუ მცირე შეზღუდვები. მეორე უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ნდობა არ აქვთ ადამიანებს, რადგან ეს თანხა გროვდება “რაღაც” ანგარიშზე და შენ ვერ აკონტროლებ მას”.
  5. ,,სავარაუდოდ “წართმეული” ფული დაბანდდება სხვადასხვა ინსტრუმენტებში, მათ შორის, ალბათ ქართულ ბონდებში, რამაც შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით კარგი გრძელვადიანი შედეგი გამოიღოს – ამ ფულით-ფულს გააკეთებენ – შესაბამისად, თუ ეს ფული ქვეყანას წარადგება და ამ ფულით ვიღაცას პრადოს არ უყიდის მთავრობა, მაშინ “გამისწორდა” რომ წამართვან. სულ რომ არაფერი, 65 წლის ასაკში 100 დან 99 მოხუცებული პენსიას წამლებში და სუხარში არ დახარჯავს და ეცდება შეირგოს “დაზოგილი” ფული მეტნაკლებად. დიდ მასშტაბში, დადებითი უფრო ბევრია ვიდრე უარყოფითი ჩემი აზრით”.
  6. ,,ვთვლი რომ არაეფექტური იქნება საპენსიო სქემა და ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ იაფად ფულის მიღებას, ხარჯების დასაფინანსებლად. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უაღრესად არაეფექტურად მუშაობს და თავის ძირითად ფუნქციებსაც კი ვერ ასრულებს”…
  7. ,,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინფლაცია? აბა გადათვალეთ სულ რომ 5%-ს არ გადასცდეს ყოველწლიური ინფლაცია, დღევანდელი 1000 ლარის მსყიდველუნარიანობა რამდენი იქნება 30-40 წლის შემდეგ”.
  8. ,,ჩვეულებრივი საპენსიო პირამიდაა როგორც ყველგან, დღეს აღებული ფულით იხდიან ახლანდელ საპენსიო ვალდებულებებს, და არა “აბანდებენ სამომავლოდ”, ეს თაობა როცა საპენსიო ასაკში შევა, იმას მომავალი თაობის დანაზოგს მისცემენ. რაც ნაკლებად ჩაყოფს მთავრობა ხელს მოქალაქის ჯიბეში მით უკეთესი ყველასთვის”.
  •  
  •  
  •  
  •