შემოგვიერთდით

სიახლე ბაზარზე Click Events-ისგან – კორპორატიული ღონისძიებები საზღვარგარეთ

Click Events – მეგობრების მიერ ამ საქმის სიყვარულით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა, მუდმივად ვითარდება და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ მეგობარს იძენს.

მისი ძირითადი საქმიანობა ღონისძიებების მენეჯმენტია. Click Events – დაგეხმარებათ ნებისმიერი კორპორატიული თუ კერძო ღონისძიების ორგანიზებაში. როგორც კომპანიაში ამბობენ ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური და კრეატიული მიდგომა მათი კონკურენტული უპირატესობაა.

Click Events-ის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს ფოტოსტუდია – Click Studio, რომელიც ძირითადად კორპორატიული პორტრეტების მიმართულებით მუშაობს. თუმცა აქვთ ინდივიდუალური დაკვეთებიც – ფოტო და ვიდეო მომსახურება. Click Events-ის მომხმარებლებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა: “შერატონი”, “დირსი”, “ლადუღე”, “ორიფლეიმი” და სხვა.

სულ ახლახანს Click Events-მა კიდევ ერთი მიმართულება დაამატა და კორპორატიული ღონისძიებების საზღვარგარეთ დაგეგმვა დაიწყო.  ამ და სხვა მიმდინარე სიახლეებზე HRhub.ge კომპანიის დირექტორს, სოფიო ნაცვლიშვილს ესაუბრა

HR hub: სოფიო მოგვიყევით ვინ ქმნის Click Events-ის ღონისძიებებს?

ძირითადი გუნდი რამდენიმე ადამიანისგან შედგება. ყველა მათგანი თანაბრადაა ჩართული როგორც ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება და დიზაინის, ასევე კომუნიკაციის  თემებში. გვყავს არაჩვეულებრივი ფლორისტ-დეკორატორების გუნდი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა ღონისძიებაზე.

HR hub: რით არის თქვენი ღონისძიებები გამორჩეული?

პროექტზე მუშაობისას ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ინდივიდუალური მიდგომით, ეს უნდა იყოს win-win თანამშრომლობა, სადაც დამკვეთის და შემსრულებელი გუნდის სინთეზი იგრძნობა. ყველა ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვიხარჯებით, თავს ყოველთვის ვაყენებთ დამკვეთის ადგილზე და ვცდილობთ მაქსიმალური შედეგის მიღებას. მუდმივად ვცდილობთ ჩვენს საქმიანობაში შევიტანოთ რაიმე სახის ინოვაცია.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ კორპორატიული ღონისძიებების საზღვარგარეთ ჩატარება?

ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება HR მენეჯმენტის და ღონისძიებების მართვის სფეროში, ვინაიდან თითოეულის საქმიანი ბიოგრაფია უკავშირდება საქართველოში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებს.

საუკეთესო დამსაქმებლები მუდმივად ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების კმაყოფილებაზე და ცდილობენ იყვნენ ინოვატორები. გყავდეს ერთგული, შედეგზე ორიენტირებული და კმაყოფილი გუნდი ყველა მენეჯერის მიზანია.

ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ შემეცნებით, კულტურულ და გასართობ ტურებს საზღვარგარეთ. ეს არის სიახლე ჩვენს ბაზარზე, შეგვიძლია დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნა. 

HR hub: რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ ქვეყნის გარეთ? 

ღონისძიების ფორმატი დამოკიდებულია დამკვეთზე. ეს შეიძლება იყოს კულტურულ-შემეცნებითი ან მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული ტური. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი გუნდი ეხმარება მას სწორი მიმართულების შერჩევაში სეზონის, მიზნის და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

რაც მთავარია, ჩვენს შეთავაზებაში შედის სრული მომსახურება. დამკვეთი ირჩევს მხოლოდ მიმართულებას, დანარჩენზე ზრუნავს ჩვენი გუნდი. სურვილის შემთხვევაში დამკვეთთან ერთად ვაკეთებთ ე.წ. Inspection trip-ს, იმისათვის რომ მან წინასწარ იცოდეს ღონისძიების ზუსტი ლოკაციები.

HR hub: რომელ ქალაქებშია გეგმავთ აქტივობებს?

მიმართულებებში არ ვართ შეზღუდულები. ის ქალაქები სადაც პირდაპირი რეისებია ბევრად მომგებიანია ბიუჯეტის და დროის მხრივ. შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლამ ასევე ბევრად გაამარტივა ამოცანა, ევროპაში არაჩვეულებრივი ქალაქების და კურორტების არჩევანი გვაქვს.

ჯგუფის წევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ჩარტერების ორგანიზებაზე, სადაც თვითმფრინავის ბორტის სიდიდე და რაოდენობა დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული.

HR hub: რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ კომპანიაში?

ჩვენი გუნდი მუშაობს საღონისძიებო სივრცის კონცეფციაზე. სივრცე გააერთიანებს რამდენიმე მიმართულებას. თქვენი HR ჟურნალის მკითხველი ერთ-ერთი პირველი შეიტყობს ჩვენი სიახლის შესახებ.

  •  
  •  
  •  
  •