შემოგვიერთდით

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი 22 -23 თებერვალს გაიმართება

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი მასშტაბური დასაქმების პროგრამა – 300 სამუშაო ადგილი – შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის, დასაქმდეს ჯიპიაიში!

დასაქმების ფორუმი წელს უკვე მესამედ, თბილისში, 22 -23 თებერვალს იმართება და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავენ.

“წისქვილი ქეითერინგი”

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს – ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ ჩვენი პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში, შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამასა და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს გთავაზობთ.

სწავლების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400₾-ს, რომელსაც დაემატება გამომუშავებული ბონუსი. ყველა მონდომებულ კანდიდატს გეძლევათ კიდევ ერთი შანსი, შეიქმნათ წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

დასაქმების ფორუმი გაიმართება 22-23 თებერვალს;
10:00-19:00 სთ;
მის: რუსთაველის გამზ. #27-ში, თანამედროვე ხელოვნების მიზეუმში!
დამატებითი ინფორმაციისთვის ცხელი ხაზი – 0322 509 111

  •  
  •  
  •  
  •