შემოგვიერთდით

,,არამექსის” მენეჯმენტის 1 დღე კურიერების ამპლუაში

კომპანია ,,არამექსს” ყოველ წელს ტრადიცია აქვს მოაწყოს ,,კურიერის დღე”, როცა მთელი მენეჯმენტი და თანამშრომლები 1 დღის მანძილზე ანაცვლებენ კურიერებს და მათ მაგივრად მიდიან გამოძახებებსა და გზავნილების ჩასაბარებლად.

სანამ მათ უშუალო შეხება აქვთ მომხმარებლებთან, კურიერები ერთობიან და ისვენებენ. ,,არამექსი”  ეს არის გლობალური საფოსტო და სატრანსპორტო კომპანია, 15000-ზე მეტი თანამშრომლით მსოფლიოს 65 ქვეყანაში.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მათ საქმიანობაზე მორგებულ მომსახურებას საფოსტო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით. საქართველოში გახლავთ არამექსის ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელშიც დასაქმებულია 30-მდე ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ამ წელს ჩატარებული McKinsey-ია კვლევის შედეგად, საქართველოს წარმომადგენლობა დასახელდა, როგორც ყველაზე მაღალი Organizational Health Index-ის მქონე ყველა სხვა ქვეყნის ,,არამექსის” წარმომადგენლობებს შორის.