„სოციალური ინდექსი“ არის ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ავსტრალიაში შეიქმნა და აპლიკანტების სოციალურ ქსელებში ქცევის შესაფასებლად გამოიყენება. აღნიშნული ტექნოლოგია იყენებს სპეციფიკურ ალგორითმებს „ფეისბუქის“, „ლინქდინის“ და სხვა სოციალური ქსელიდან ინფორმაციის მოპოვებისა და არანჟირებისთვის. კანდიდატის კონკრეტული სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენი ინსტრუმენტის ავტორი სიდნეის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ფიონა მაკლინია.
„ჩემი მიზანი იყო მათემატიკური სიზუსტით დაგვედგინა, რამდენად შესაფერისი იყო ესა თუ ის კანდიდატი მოცემული სამუშაოსთვის და რაც მთავარია, მოცემული ბიზნეს კულტურისთვის. ამიტომ, ჩვენ შევქმენით მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც სტატისტიკური ანალიზის შედეგად ბიზნესებს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“ – აცხადებს მაკლინი.
დღესდღეობით, HR მენეჯერები საკმაოდ მოძველებული მეთოდებით აფასებენ აპლიკანტს, რაც მოიცავს CV-ის ანალიზს, რამდენიმე სარეკომენდაციო წერილის გადაკითხვასა და გასაუბრებას. ხოლო ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ჯერ კიდევ ინტერვიუმდე მოვიძიოთ აქტუალური ინფორმაცია, რომელიც უფრო სანდო და აქტუალურია, ვიდრე ნებისმიერი CV ან სამოტივაციო წერილი.
„სოციალური ინდექსი“ გამოიყენება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ე.წ. „შორთლისტში“ მოხვდება. მას მეილის საშუალებით უკავშირდება ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, რომელიც აპლიკანტისგან ითხოვს მსგავსი ტიპის ანალიზის ჩატარების უფლებას. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია ორმხრივ თანხმობას საჭიროებს და ბუნდოვანებებიც თითქმის არ არსებობს. თავად პროცესს კი 1 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. უკვე არანჟირებული მონაცემები დაახლოებით ასე გამოიყურება:
“ჩვენთვის მთავარი მხოლოდ იმის გარკვევაა, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი ბიზნეს კულტურასა და სტრატეგიას. საბედნიეროდ, ამ ინსტრუმენტს არ აქვს წვდომა კანდიდატის პირად ინფორმაციაზე, მაგალითად, კომენტარებზე, ინდივიდუალურ პოსტებზე ან მიმოწერაზე. „სოციალური ინდექსი“ იღებს მხოლოდ დაჯამებულ სურათს მეტნაკლებად საჯარო ინფორმაციისა“ – აცხადებს მაკლინი.
როგორც სურათზეც ხედავთ, ინსტრუმენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შორსაა პირად ან ინტიმური ხასიათის კონტენტთან და წარმოადგენს აპლიაკნტის მიერ განხორციელებული აქტივობის მოკლე შინაარსს. „რაც მთავარია, ეს პროცესი ორმხრივ თანხმობას საჭიროებს და ინტერვიუს ბევრად საინტერესოს ხდის. მე უკვე ვმუშაობ ავსტრალიურ ბიზნესებთან აღნიშნული ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის“ – ამბობს მაკლინი.
საბოლოოდ, გთავაზობთ „სოციალური ინდექსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის კიდევ ერთ მაგალითს:
რატი წიკლაური
წყარო: www.businessinsider.com