შემოგვიერთდით

გაიგეთ რას მოისმენთ HR ბიზნეს სამიტზე ,,დეველორის” ვორქშოფზე

31 მაისს, King David, HR ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორიც HR hub-ია.

 HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთ ვორქშოფს კომპანია ,,დეველორი” ჩაატარებს. ის წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი ქცევითი ცვლილებების განხორციელებაზე, ორგანიზაციაზე მორგებული განვითარების პროგრამებით და ინოვაციური მიდგომებით. დეველორის ქსელი მოიცავს 16 კომპანიას ევროპის, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. გთავაზობთ ინტერვიუს ნინა გოგოლაძესთან, რომელიც  „დეველორ საქართველოს“ სწავლებისა და განვითარების დირექტორი და პარტნიორია.  ნინას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მმართველ პოზიციებზე მუშაობის, 15 წლიანი გამოცდილება და სწავლების 18 წლიანი პრაქტიკა აქვს.

HR hub: რა თემას დაეთმობა დეველორის ვორქშოფი HR ბიზნეს სამიტზე?

,,დეველორის” ვორქშოპის მთავარი თემა ის არის, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს HR-ებისა და კომპანიების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ზუსტად ვიცოდეთ, რა მოცემულობა, გამოწვევები, პროცესები გვაქვს სახეზე. ამაში გვეხმარება დიაგნოსტიკური ხელსაწყოები, რომლებიც მინიმალური ცდომილებით გვაძლევენ ობიექტურ სურათს და გვაჩვენებენ იმას, რაც ჩვენი სამუშაო ოთახიდან არ ჩანს. ,,დეველორი” წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ დიაგნოსტიკურ საშუალებებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ინტენსიურად ინერგება.

HR hub: ვინ გაუძღვება სამუშაო შეხვედრას?

ვორკშოფს გაუძღვებიან დეველორ საქართველოს დამფუძნებლები და ტრენერ-კონსულტანტები გიორგი კაკულია და ნინა გოგოლაძე.

HR hub: რას ისწავლიან აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები?

შეხვედრის შედეგად მონაწილეებს ეცოდინებათ:

  • რა დროს და რისთვის უნდა გამოვიყენოთ დიაგნოსტირების მიდგომები და ხელსაწყოები
  • პიროვნული მიდრეკილებების დიაგნოსტირების სარგებელი და ხელსაწყოები – INSIGHTS Discovery
  • ჯგუფის დიაგნოსტირების მნიშვნელობა, სარგებელი და თანამედროვე ხელსაწყოები – TEAM SocioMapping
  • ორგანიზაციული ქსელის დიაგნოსტირების თანამედროვე მიდგომები და ხელსაწყოები – CX-RAY

HR hub: რატომ უნდა დაესწრონ დელეგატები თქვენს ვორქშოფს?

,,დეველორის” მუშაობა ეყრდნობა სამ ძირითად ღირებულებას: ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებას, აქტიური და სახალისო პროცესის შექმნას – რომელშიც მონაწილეები კომფორტულად ერთვებიან – და გაზომვადი შედეგის უზრუნველყოფას. შესაბამისად, ვორქშოპის მონაწილეები:

  • ეზიარებიან ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს პერსონალის დიაგნოსტირების კუთხით, რომლებიც აპრობირებულია და აქტიურად ინერგება ევროპის ქვეყნებში;
  • სიამოვნებას მიიღებენ აქტიური და სახალისო პროცესით;
  • გაეცნობიან კონკრეტულ ხელსაწყოებს და მათი გამოყენების მეთოდებს.

HR ბიზნეს სამიტის ბილეთები: tkt.ge

კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance

ოქროს სპონსორი: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David

ვერცხლის სპონსორები: Fircroft m2rent​ Grant Thornton Georgia

მხარდამჭერებიKD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე
მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge ForbesWomanGeorgia