შემოგვიერთდით

გაიცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ

2019 წლის 20 ივნისის ანტიოკუპაციურ საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც  სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, უამრავი ადამიანი დაზარალდა.სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების განცხადებები, რომლებიც გუშინდელ აქციაზე დაზარალებულებს უსასყიდლოდ სთავაზობენ სხვადასხვა მომსახურებას. ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა ამ ადამიანებისთვის და ისინი საზოგადოებისთვის გაგვეცნო.

კონსტანტინე სულამანიძე – ,,ტოტალ შარმის” პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი გამოთქვა და საჭიროების შემთხვევაში, მათ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება.

,,გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“ –კონსტანტინე სულამანიძე.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი JMG & Partners-ის ადვოკატი – აქციაზე დაკავებულებს მათი უფლებების დაცვას უსასყიდლოდ ჰპირდება.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი: ,,მზად ვარ აქციაზე დაკავებულთა უფლებები უსასყიდლოდ დავიცვა❗️  599086837″

მარიტა ჭანტურია იურისტი – დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

მარიტა ჭანტურია: ,,მეგობრებო გუშინდელ დღესთან დაკავშირებითმივიღე რამდენიმე შეტყობინება და პოსტზე მონიშვნა სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით.. რა თქმა უნდა სრულიად უანგაროდ, მზად ვარ სამოქალაქო და ადმინ კუთხით (ჩემი პროფილის ფარგლებში) თუ ვინმეს ჭირდება დახმარება დამიკავშირდით 514302121″

ვახტანგ ჯაფარიძე – ფსიქოლოგი აქციაზე დაზარალებულებს ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს.

ვახტანგ ჯაფარიძე: ,,უფასო ფსიქოლოგიური დახმარება მათთვის, ვინც გუშინდელი აქციის შედეგად დაზიანდა.”

მანანა ჯორჯოლაძე სტომატოლოგი – აქციაზე დაშავებულ ადამიანებს სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

მანანა ჯორჯოლაძე: ,,აქციაზე დაშავებულ ნებისმიერ მოქალაქეს ჩავუტარებ უფასო სტომატოლოგიურ დახმარებას!!!”