ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 1 წლისაა. კომპანიის გუნდი დაბადების დღეს კამპანიით აღნიშნავს და თითოეული სტუმრის სახელზე უზრუნველვყოფს ერთი ხის დარგვას ბორჯომის ტყეში!
გთავაზობთ “აგროჰაბის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თეა მორბედაძის ინტერვიუს.
HR hub: ქალბატონო თეა, დღეს აგროჰაბს ერთი წელი შეუსრულდა. როგორ ჩაიარა ამ ერთმა წელმა, რა გამოწვევები გქონდათ?
ნაყოფიერი გზა განვვლეთ ამ ერთი წლის მანძილზე. საკმაოდ აზარტული და საინტერესო იყო თითოეული დღე აგროჰაბში – გახსნისთვის მზადებიდან დაწყებული – დღემდე.
დაახლოებით 1 თვე იყო ვადა 250 კაციანი გუნდის დასაკომპლექტებლად. აქ არ იყო საუბარი, მხოლოდ ერთი მიმართულების პოზიციებზე, საკმაოდ მოკლე დროში უნდა მოგვეძიებინა როგორც კონსულტანტები და მოლარეები, ასევე პროფესიონალი მზარეულები, კონდიტერები, ყასბები, მცხობელები, რაც მოგეხსენებათ, დასაქმების ბაზარზე არც ისე მარტივად მოსაძიებელი ადამიანური რესურსია. ჯერ დავფიქრდი, რამდენად შესაძლებელი იყო ამ საქმესთან შეჭიდება, თუმცა იმდენად დიდი იყო გამოწვევა, რომ აზარტით ჩავერთე და საბედნიეროდ, ისეთი გუნდი დამიდგა მხარში, რომ ჩვენ ფაქტიურად შეუძლებელი შევძელით და აგროჰაბის გახსნის დღეს სრულად დაკომპლექტებული გუნდით ვიწონებდით თავს. საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსიც მოვიპოვეთ.
HR hub: რა შედეგები გაქვთ ერთი წლის შემდეგ?
- უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რაც უდაოდ კარგი თანამშრომლების დამსახურებაა;
- ჩვენი გუნდის გაფართოვება. დღეს უკვე თითქმის 350 თანამშრომლეს ითვლის აგროჰაბი;
- საიტერესო ტრენინგები თანამშრომლებისთვის, მათი მოტივაციის და შრომის ნაყოფიერების ასამაღლებალდ;
- თანამშრომელთა კატეგორიზაცია, რასაც მოყვა მათი დაწინაურება და სახელფასო დანამატები, ეს ერთგვარი სტიმულია მთლიანი გუნდისთვის;
- არაფორმალურ გარემოში განხორციელებული შეკრებები, ექსკურსიები, რაც კიდევ უფრო გვაახლოვებს ერთმანეთთან;
- ბევრი სირთულე და ახლად ფეხადგული კომპანიისთვის ჩვეული დაბრკოლებები, თუმცა მხარდამხარ დგომით ჩვენ ესეც გადავლახეთ;
- წლის ბოლოს წარმატებით გავლილი აისო 22000 სერტიფიცირება და საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი ხარისხი, რაც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრების დამსახურებაა.
HR hub: როგორ აღნიშნავთ “აგროჰაბის” დაბადების დღეს?
სადღესასწაულო განწყობით ველით ყველა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. იქნება საზეიმო ტორტის გაჭრა, გემოვნებიანი მუსიკა ბენდის ცოცხალი შესრულებით, ღვინო, შამპანიური და პოზიტიური განწყობა და რაც ყველაზე მნიშვნელობვანია, ჩვენ გავუკეთეთ საჩუქარი როგორც საკუთარ თავს, ასევე მომხმარებელს, რომ ერთად მიგვეღო მონაწილეობა ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის სასიკეთო საქმეში. ჩვენ შევიძინეთ დიდი მონაკვეთი ბორჯომის ტყეპარკში, სადაც უზრუნველვყოფთ თითოეული ერთგული მომხმარებლის სახელზე ერთი ხის დარგვას!