გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიბლუსელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. “ჩვენს დალაგებულს თვალი რომ შევავლე, მივხვდი რა შეუძლია ერთობის ძალას”- წერს სოციალურ ქსელში ბიბლუსის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ინგა სიჭინავა.
“თუ ბევრნი ვიქნებით ჩვენი ქვეყანა დალაგდება” – აცხადებს ქალბატონი ინგა და ამავე აქციაში ბიბლუსის HR სამსახურის სახელით აგროჰაბის HR დეპარტამენტს იწვევს.
“მაგარია, აუცილებლად ჩავერთვებით” – პასუხობს თეა მორბედაძე აგროჰაბის HR მენეჯერი და აქციაში ერთვება.