თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც მობაილბანკის ხმოვანი ასისტენტის ერთგვარი სარეკლამო რგოლია.
რობერტ დურუხანიანი, რომელიც ვიდეორგოლის მთავარი პერსონაჟია ხმის ოსტატია. მას 700-მდე ფილმი აქვს გახმოვანებული. თვალდახუჭული შეუძლია თქვას რა ნივთს რა ხმა აქვს და რა შეგრძნებას იწვევს.
,,ხმასთან მუშაობა მარტივი არ არის. ყველა ხმას თავისი ხასიათი აქვს. უნდა გრძნობდე დინამიკას, რითმს.” – ამბობს დურუხანიანი.