კომპანია აგროჰაბი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა ფორმით წაახალისოს თანამშრომლები. ეს ხელს უწყობს მათი მხრიდან გაცნობიერებული იყოს ის მთავარი ღირებულებები, რაც საერთო ჯამში კომპანიის წარმატებას განაპირობებს.
“ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად (ყოველთვიურად) იღებენ სამადლობელ ბარათებს, ხელმძღვანელებისგან. თანამშრომელთა შეფასება ხდება ყოველდღიურად, უშუალო ხელმძღვანელების მხრიდან, წინასწარ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით.
თვის ბოლოს, შეფსებაზე დაყრდნობით ხდება თვის საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა და WOW ბარათების გადაცემა სიმბოლურ საჩუქართან ერთად. ეს ბარათები გამოხატავს მადლიერებას, იმისათვის, რომ ისინი მუშაობენ ნაყოფიერად, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება თანამშრომელთა კმაყოფილების დონეზე და ისინი ხდებიან მეტად მოტივირებულნი.” – “აგროჰაბის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა მორბედაძე.