ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა.
გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” (“Global Benefits Georgia”). რაც იმას ნიშნავს, რომ იმ სარგებლით ე.წ “ბენეფიტებით”, რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” რისკების მართვის მენეჯერები 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მზად არიან ადგილზე გაგიწიონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თქვენი უპრობლემო მომსახურება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
“Global Benefits Group” მთელს მსოფლიოში ცნობილია სწორედ იმით, რომ ის სთავაზობს ყველაზე სრულყოფილ სერვისს საზღვრების გარეშე. მისი კლიენტები არიან მსხვილი კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სტუდენტები, გავლენიანი ფინანსური წრეების წარმომადგენლები.
ქართული სადაზღვევო სისტემის უპირატესობასა და მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ GBG-მ რეგიონული ჰაბის დაფუძნება საქართველოში გადაწყვიტა და თბილისიდან გაუწევს ოპერირებას ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სტრატეგიაა ახალი სტანდარტების დანერგვა და ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ბიზნესისთვის, ისე მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის.
პროდუქტები:
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” თანამედროვე და განსხვავებული მიდგომები აქვს ბიზნესის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით. ის ახალ სტანდარტებზე, ანალიზსა და ბიზნესის კონკრეტულ სფეროებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს შესთავაზებს ქართულ და უცხოელ კომპანიებსა და ინვესტორებს. მსოფლიო დონის დარგობრივი ექსპერტები მათ სწორედ საქართველოში გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და გაუწევენ კვალიფიციურ კონსულტაციებს. რისკების სწორად მართვით შესაძლებელია მათი თავიდან აცილება და წარმატების ახალ საფეხურზე ასვლა – ეს კომპანიის ოპერირების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომლითაც „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს მომხმარებელთან მიმართებაში.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (GIG), რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. კომპანია მსხვილი დამსაქმებელია 3000-ზე მეტი თანამშრომლით და მისი კომბინირებული წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს. მზარდი და მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად, GIG მუდმივად ცდილობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან, ეკონომიკურად გამართლებულ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის 36 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის – “Global Benefits Group”-ის (GBG) წევრი. GBG წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისები აქვს მსოფლიოს 120 ქვეყანაში და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.