გორგიაში ერთი თვის განმავლობაში, მიმდინარეობს პროდუქციის შესწავლისა და კონკრეტული მაგალითების განხილვის შეხვედრები, რომლებსაც მარნეულის, თელავის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ფილიალის თანამშრომლები ესწრებიან, როგორც დისტრიბუციიდან, ისე საწყობის და რა თქმა უნდა ჰიპერმარკეტის თანამშრომლები.
სწავლება და განხილვას ახორციელებენ პროდუქციის კატეგორიის და ტექნიკური მენეჯერები. შეხვედრის ფარგლებში სწავლების გარდა, განიხილება კონკრეტული შემთხვევები, სიახლეები, საკითხები, რომლებიც რომელიმე თანამშრომლისთვის პრობლემატურია. ამის შემდეგ ხდება ერთიანად გადაწყვეტილების მიღება.
შეხვედრები ინტერაქტიულად მიმდინარეობს:
- თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ;
- გაიღრმავონ პროდუქციის ცოდნა;
- სხვადახვა რეგიონის თანამშრომლებმა გაიცნონ ახლოს ერთმანეთი.
სწავლება არის სხვადასხვა მიმართულებით:
- გათბობა- კონდინცირების სისტემები, წყალმომარაგების სისტემები;
- აბაზანა-კერამიკული ფილები;
- სამშენებლო – სასახურავე მასალები;
- დეკორაცია, საღებავები;
- განათება, ელექტროობა;
- ავეჯი, კარი, ლამინატი ხელსაწყოები;
- საყოფაცხოვრებო პროდუქცია;
- იკეას პროდუქცია.