შემოგვიერთდით

დღეს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება!

26 სექტემბერს, მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. ყოველ წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ახალ თემას ირჩევს, 2019 წლის მოწოდებაა – Empowering women in the maritime community! საქართველო ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საზღვაო სფეროში ქალების გაძლიერების კამპანიას, რომელიც 2019 წლის მნიშვნელოვან გამოწვევას და წლის მთავარ თემას წარმოადგენს.

“ქალთა გაძლიერება საზღვაო სფეროში – მხოლოდ ერთი წლის გამოწვევა არ არის. ჩვენ ვქმნით კომფორტულ გარემოს, სადაც ყველას თანაბარად შეეძლება ხარისხიანი განათლების მიღება და სამართლიანი შრომითი უფლებებით სარგებლობა” – აცხადებს თამარ იოსელიანი საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორი.