თიბისი IT აკადემია, რომელიც კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას, თანაც სრულიად უფასოდ.
თიბისი IT აკადემიის სპეციალური კურსი უკვე დაასრულა პირველმა ჯგუფმა, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში Boot Camp-ის მეთოდით სწავლობდნენ Front-End Development-ს. Boot Camp-ის მეთოდი გულისხმობს გაძლიერებული ინტენსივობით ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებას, რომელიც გამოიხატება მრავალსაათიანი ლექციების ჩატარებით კვირაში რამდენჯერმე.
პირველ ჯგუფში ოცდახუთი სტუდენტი ირიცხებოდა, რომლებსაც Front-End Development-ს მოწვეული ლექტორები ასწავლიდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინელი პროგრამისტი ენდრიუ მულიუკი იყო, რომელიც On.ge-ს პროგრამის თავისებურებებზე ესაუბრა.
ენდრიუ აღნიშნავს, რომ ის ცოდნა, რომელსაც სტუდენტები ასეთ მოკლე დროში იღებენ, სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგან. მისი თქმით, ამ სფეროში გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველას, ვინც თიბისი IT აკადემიის კურსს გაივლის, თავისუფლად შეეძლება დასაქმება.
ის აღნიშნავს, რომ ინტენსიური კურსი სტუდენტებს 4 თვეში იმხელა ცოდნას აძლევს, რამდენსაც უნივერსიტეტები 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ.
ენდრიუს IT სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ის ევროპაში არაერთ კომპანიას დახმარებია საინფორმაციო ტექნოლოგის ინტეგრირებაში, ბოლო წლების განმავლობაში კი ისეთ კომპანიებთან უმუშავია, როგორიცაა ტომი ჰილფიგერი, კელვინ კლაინი და სხვა.
პირველი ჯგუფის 25 სტუდენტს შორისაა 19 წლის ელენე კვარაცხელია, რომელმაც თიბისი IT აკადემიაში Front-End Developer-ის კურსი გაიარა. ამბობს, რომ მოკლე დროში ძალიან დიდი ცოდნა შეიძინა და დღეს უკვე მზად არის ნებისმიერი კომპანიის გუნდს შეუერთდეს და თავისი უნარები გამოიყენოს. მიზნად ისახავს ამ პროფესიაში კიდევ უფრო მეტად დახელოვნებას და დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება.ელენე კვარაცხელია ყვება, რომ პროგრამირება მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. პირველ რიგში სურს დაამკტიცოს, რომ ამ სფეროში სქესს მნიშვნელობა არ აქვს და გოგოებს ისეთივე წარმატებით შეუძლიათ კარიერული წინსვლა, როგორც ბიჭებს.
ელენე თიბისი IT აკადემიის ინსფრასტრუქტურაზეც გვესაუბრა. გვითხრა, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რათა მაქსიმალური ცოდნა მიიღო და თავს კომფორტულად გრძნობდე. კეთილმოწყობილი აუდიტორიებიდან დაწყებული, დასასვენებელი ზონებით დამთავრებული, სასიამოვნო გარემოს ქმნის.”აქ ყველაფერია იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღო ამ სფეროში. გამოცდილი ლექტორები, მყუდრო გარემო და მაღალი დონის ინფრასტუქტურა”, – ამბობს ის.ელენესთან ერთად სწავლა გიორგიმაც დაასრულა. ის ამბობს, რომ თიბისი IT აკადემიაში მიღებული ცოდნით შესაძლებლობა ექნება თავისი მიზნები რეალობად აქციოს. გიორგის აზრით, ცოდნა, რომელიც ამ ოთხი თვის განმავლობაში მიიღო, მთელი ცხოვრების გზის გაკვლევაში დაეხმარება, თუმცა ამ საფეხურზე გაჩერებას არ აპირებს.
გსურთ თქვენც გახდეთ პროგრამისტი? — თიბისი IT აკადემიაში ახალი სასწავლო ჯგუფები იქმნება თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ გსურთ ბედი სცადოთ ახალ პროფესიაში, მაშინ გეტყვით: თიბისი IT აკადემიაში ახალი ჯგუფების შესაქმნელად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. იქმნება ორი მიმართულება UX-ისა და .NET-ის შესწავლის მსურველთათვის. სწავლა სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი აუცილებლად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა სასურველი კურსის გასავლელად. UX-ით დაინტერესების შემთხვევაში, მიჰყევით ამ ბმულს, ხოლო .NET-ის შესწავლა თუ გსურთ, რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიაროთ.