შემოგვიერთდით

,,ვენდისი” და ,,დანქინი” მომხმარებლებს თანამშრომლების შერჩევის პროცესში რთავს

,,ვენდისი” და ,,დანქინი” თბილისსა და რეგიონებში მასშტაბურ რეკრუტინგულ კამპანიას იწყებს.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს „მოხალისე რეკრუტერი“ და ჩაერთოს ,,ვენდისისა” და ,,დანქინის” თანამშრომლების შერჩევის პროცესში 20 ოქტომბრამდე. ამი­სთ­ვის სა­ჭი­როა ეწ­ვი­ოთ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერდს – mokhaliserekruteri.ge დაშე­ავ­სოთ აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მა.

ეს არის უნიკალური კამპანია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ კომპანიებს შესთავაზოთ თქვენი კანდიდატები: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები ან უბრალოდ ნაცნობები, ყველა ვინც სამსახურს ეძებს. ისინი, ვისი დასაქმებაც ყველაზე მეტად გაგახარებს, ვისი ნახვაც სიხარულს მოგანიჭებს მათ ფილიალებში სტუმრობისას – სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, ვის მიერ მომზადებულ ბურგერს და ყავას მიირთმევთ სიამოვნებით.

სად მოხვდებიან თქვენი შერჩეული კანდიდატები?
გუნდში, სადაც:

•  მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
•  შეიძენს უამრავ მეგობარს;
• გაიცნობს საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მისცემენ საშუალებას ისწავლოს, განვითარდეს, დააგროვოს გამოცდილება და მიიღოს დიდი გამოწვევები;
• სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი,
• ისწავლის ყველაზე გემრიელი ბურგერების, ყავის, პიცის მომზადებას;
• ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ თქვენთან ერთად.

კარიერული ზრდის და დაწინაურების რა შესაძლებლობებია?

,,ვენდისისა” და ,,დანქინის” რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაუზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში.

რას სთავაზობს ,ვენდისი” და ,,დანქინი” თქვენს კანდიდატებს?

• სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
• მეგობრულ სამუშაო გარემოს;
• მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია;
• თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლებას კვებაზე;
• სტაბილურ შემოსავალს;
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.

თუ თქვენს მიერ შეთავაზებული მინიმუმ 3 კანდიდატი მაინც დასაქმდება ამ კომპანიებში, გახდებით ,,ვენდის” და ,,დანქინის” საპატიო მოხალისე რეკრუტერი (გექნებათ სპეციალური პინი და სერტიფიკატი).
გელოდებათ დაჯილდოების ცერემონიალი და ფურშეტი მსოფლიოში ყველაზე დიდ ვენდის რესტორანში, სამახსოვრო ფოტოები და სახალისო საღამო.

გამოვლინდება 3 გამარჯვებული, დასაქმებული ადამიანების რაოდენობით:

  • I ადგილი – 10 და მეტი დასაქმებული – მიიღებს დამატებით 100 ლარიან ვაუჩერს ჩვენს რესტორნებში და კომპანიის ბრენდირებულ აქსესუარებს;
  • II ადგილი – 7-9 დასაქმებული – მიიღებს დამატებით 60 ლარიან ვაუჩერს ჩვენს რესტორნებში და კომპანიის ბრენდირებულ აქსესუარებს;
  • III ადგილი 4-6 დასაქმებული – მიიღებს დამატებით 30 ლარიან ვაუჩერს ჩვენს რესტორნებში და კომპანიის ბრენდირებულ აქსესუარებს.

გამარჯვებულები დასახელდებიან მას შემდეგ, რაც მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან გამოსაცდელ ვადას.

არჩევანი თქვენზეა!
გაუწიეთ რეკომენდაცია და შეიტანეთ წვლილი დასაქმებაში!