შემოგვიერთდით

„ვენდი“- ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო და სიურპრიზი თანამშრომლებს

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო.

თბილისი, 15 ნოემბერი, 2017 – „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს “ვენდის” რესტორნის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად პოზიტიური განწყობით ემსახურებიან მომხმარებლებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან. “ვენდის” დაბადების დღეზე კომპანიამ გადაწყვიტა უსაჩუქროდ არც ისინი დაეტოვებინა და პატარა სიურპრიზიც მოუმზადა. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ გამარჯვებულები.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.

იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღეს „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილ ბაერერმა, „ვენდის“ საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ.

წყარო: Wendy’s Georgia