შემოგვიერთდით

რა ტრენინგები იგეგმება Growin-ში თებერვალში?

Growin-ში ტრენინგები გრძელდება და თებერვალში ორი ტრენინგი ჩატარდება: 

  1. კვანტური ინტელექტი – პერიოდი: 14-16 თებერვალი

პროგრამის ავტორები:

მერლინ ატკინსონი, ფსიქოლოგიის დოქტორი

პიტერ სტეფანი, ფიზიკის დოქტორი

 პროგრამის უნიკალობა

ყველას გვახსოვს ეინშტეინის ცნობილი გამონათქვამი “იმ ტიპის აზროვნება, რომელმაც შეგვიყვანა პრობლემაში, პრობლემიდან ვერ გამოგვიყვანს”. სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ გზაჯვარედინია და გამოწვევების დასაძლევად ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის აზროვნება.

თანამედროვე მეცნიერება ბევრი მიმართულებით ვითარდება. ის სწავლობს სამყაროს კანონებს, ადამიანის ტვინის განვითრების პრინციპებს, აღმოაჩენს უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან იმ სამყაროს რომელშიც ვცხოვრობთ. ამ კვლევების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ყველაფერი კავშირშია. კვანტური ფიზიკის სფეროში გაკეთებული აღმოჩენები გვეხმარება ადამიანის გონების ფუნქციონირების და შესაძლებლობების უკეთესად გაგებაში. 4 კვადრანტული აზროვნების საფუძველია ჰოლონების, ანუ სისტემაში სისტემების იდეა, რომელიც წარმოადგინა არტურ კელერმა და განავითარა კენ ვილბერმა.

დეტალები აქ: https://goo.gl/MXiNUs 

2. სქრაიბინგი – 27-28 თებერვალი

ინგა იაშნიას ორ დღიან ტრენინგზე თქვენ შეისწავლით ვიზუალურ კომუნიკაციას და შეძლებთ ელემენტარული სიმბოლოების ისე შთამბეჭდავად ხატვას, რომ ისინი თქვენს მაგივრად გააჟღერებენ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს.

ასეთი მიდგომა უფრო და  უფრო პოპულარული ხდება სპიკერებს, პრეზენტატორებს და ლიდერებს შორის, რომელთაც უწევთ შეხვედრების წაყვანა. ჩანახატების საშუალებით წყდება რთული ბიზნეს-საკითხები, ადამიანებს უვითარდებათ ვიზუალური აზროვნება, მონაწილეები უფრო მეტ ინფორმაციას იმახსოვრებენ, წამყვანებს კი შეუძლიათ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის მარტივად გადაცემა. ამასთანავე, ჩანახატებს შემოაქვს შემოქმედებითობა ნებისმიერი მონაწილის პროფესიულ ცხოვრებაში.

ვისთვისაა ეს ტრენინგი: ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, ლექტორებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა ყველა დაინტერესებული პირისთვის

დეტალები აქhttps://goo.gl/4S9sgv