სულ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა Nike-ის ახალი სარეკლამო რგოლი სახელწოდებით – Dream Crazier. ვიდეომ 2 დღეში 5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
რეკლამა, გახმოვანებულია სერენა ვილიამსის მიერ. ვიდეოში გადაღებულია მხოლოდ ქალი სპორტსმენები, დაწყებული სირბილით, დასრულებული ბოქსით. ნაჩვენებია მომენტები, რას განიცდიან ისინი გამარჯვების დროს.
Nike-ის რეკლამა ქალებს მოუწოდებს, მუდმივად განაგრძონ წინსვლა, მიუხედავად კრიტიკისა, რომელსაც შეიძლება ისინი გადააწყდნენ.
“If they want to call you crazy, fine. Show them what crazy can do”- ამბობს სერენა ვილიამსი ვიდეოს ბოლოს.