შემოგვიერთდით

ილიაუნის გათავისუფლებული ლექტორები ადმინისტრაციას შეხვედნენ – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა

დღეს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გათავისუფლებული ლექტორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდენენ.ბიზნესის სკოლის 7 მოწვეულ ლექტორს რექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი ნინო დობორჯგინიძე და სკოლის დეკანი ნინო პატარაია შეხვდნენ.

გამართული შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა,თუმცა  უშედეგოდ დასრულდა.

აკადემიურმა პერსონალმა პასუხები ვერ მიიღო თუ რატომ არ გაუგრძელდათ კონტრაქტები და მინიმუმ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ მოსალოდნენლი ცვლილების შესახებ. როგორც რექტორის მოადგილემ და მოვალეობის შემსრულებელმა ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა  კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობდა და წინასწარ გაფრთხილება შეიძლებოდა.

მოწვეული ლექტორებისთვის ხელშეკრულებების არ გაგრძელების მიზეზად ასახლებენ იმას, რომ რომ მათი უნივერსიტეტის ლექტორები პარალელურად ორ უმაღლესში ლექციებს არ უნდა კითხულობდნენ, რაშიც ადმინისტრაციამ არგუმენტად ავტორიზაციის ახალი სტანდარტი მოიყვანა, თუმცა სტანდარტში ასეთი ჩანაწერი არ არის. გარდა ამისა, გათავისუფლებული ლექტორების ნაწილი არ მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და შესაბამისად არც აფილირდება სხვა უმაღლეს სასწავებელთან.

როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, ლექტორებს აქვთ უფლება მიმართონ განათლების სამინისტროს.

“მართალია, ავტორიზაცია არ კრძალავს რომ ლექტორმა ორ უნივერსიტეტში პარალელურად ასწავლოს, თუმცა ავტორიზაციის ახალი სტანდარტის თანახმად, ლექტორს არ აქვს უფლება ჰქონდეს უნივერსიტეტის უნიფიკაცია. ისინი სხვა უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ჩვენ ვეძებთ ჩვენი აკადემიური პროფილის, აკადემიური იდენტობის შესაბამის პროფესორებს”, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

“ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური იდენტობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდნენ ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორები.” – განმარტავენ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაშიც.

შექმნილი ვითარების პარალელურად, “არგუსში” საგნების არჩევის პრობლემაა.

როგორც სტუდენტები ამბობენ, თავიანთი სამომავლო მოქმედებების შესახებ განცხადებას მომდევნო დღეებში გააკეთებენ.

წყარო: edu.aris.ge   www.facebook.com/iliaunibusinessschool/