შემოგვიერთდით

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ზღაპრული სამეფო, სახელად PSP

“კომპანიაში მუშაობ და ამისათვის ხელფასს გიხდიან – ეს ნორმალურია.
თუ ამას ემატება შენი საქმის და თანამშრომლებთან ურთიერთობის სიყვარული – ეს უკვე ნორმალურზე მეტია, მაგრამ, როდესაც საქმეში ჩადებულ შენ შრომას, იდეას, გულს და სულს, ბოლომდე ხვდებიან, იზიარებენ და ისეთ შეფასებას უკეთებენ როგორც ეს პსპ-ს HR-მა გააკეთა – ეს უკვე ბედნიერებაა.
13 წლის წინ PSP Pharmacy-ში, რომ მოვედი, მე-13 აფთიაქი იხსნებოდა. ეხლა 200 -ზე მეტია და შესაბამისია ჩემი განვითარებაც, გამოდის ერთად გავიზარდეთ.

მადლობელი ვარ ამ კომპანიის, რომ მომცა თვითრეალიზების საშუალება და კიდევ მადლობა, რომ ისე მაფასებს.

ესეთ ზღაპრებსაც კი მიწერს 

“იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზღაპრული სამეფო, სახელად პსპ. პსპ-ს სამეფოში ცხოვრობდა 8 ფერია, რომლებიც სახელმწიფოს თითოეული წევრის კეთილდღეობასა და კმაყოფილებაზე ზრუნავდნენ.

დროთა განმავლობაში სამეფო თანდათან სულ უფრო იზრდებოდა და იზრდებოდა, აყვავებდა როგორც არსებულ, ასევე უცხო მიწებს. რის შედეგადაც მაცხოვრებლებიც მრავლდებოდნენ. ფერიებისთვის ძალიან რთული და შრომატევადი იყო საქმესთან განმკლავება. ისინი მთელი დღის განმავლობაში აწესრიგებდნენ დიდ, უზარმაზარ გრაგნილებს და ცდილობდნენ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული საქმე იდეალურად.

სამეფოში ასევე ცხოვრობდა ერთი კეთილი და ნიჭიერი ლომი, რომელმაც გადაწყვიტა ფერიების სამუშაო შეემსუბუქებინა და მათი ცხოვრება უფრო ბედნიერი გაეხადა.

დიდი შრომისა და მონდომების შედეგად მან შექმნა პროგრამა, რომელიც არამარტო ფერიების, არამედ სხვა მაცხოვრებლების სამუშაოსაც ამარტივებდა. ის დღემდე თავდაუზოგავად შრომობს თითოეული მაცხოვრებლის დასახმარებლად. რის შედეგედაც სამეფოში ცხოვრება უფრო და უფრო ბედნიერი და ნაყოფიერი ხდება.” – დავით ბაღათურია პროგრამისტი.