საკონსულტაციო და რეკრუტინგულმა კომპანია ,,ინსორსმა” მიიღო გადაწყვეტილება პარასკევი უქმე დღედ გამოაცხადოს.აღნიშნულის შესახებ განცხადება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,გადავწყვიტეთ, დანიამ და მაიკროსოფტმა რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!
რა თქმა უნდა, დანიას და მაიკროსოფტს სხვა რამეებშიც რომ მივბაძოთ – ძალიან გვინდა, მაგრამ უკვე მიმდინარე კვირიდან, პარასკევი უქმე დღეა ინსორსში!
დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და “სამსახურეობრივი ბედნიერების” მაჩვენებელიც მოგვეწონება. დავგეგმეთ როგორ დავასრულოთ სამუშაოები ხუთშაბათს და ველით ინტერესით ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგს!
ვინ იქნება შემდეგი- არ ვიცით, შედეგებს გაგიზიარებთ და თქვენც მოგვყევით !
წარმატებებს გისურვებთ და ამ საინტერესო ექსპერიმენტის სურვილი თქვენც გადმოგედოთ”.