ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლას დაუბრუნდა.
მას საზეიმო განწყობით დახვდნენ პედაგოგები და აღსაზრდელები. სიმბოლურად წარმატებულ პედაგოგს ვარსკვლავიც გაუხსნეს.
ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
ჩიბათის საჯარო სკოლაში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე იმყოფებოდნენ.