შემოგვიერთდით

ლევან ჩიკვაიძე თანამშრომლებს მადლობას უხდის და დამდეგ ახალ წელს ულოცავს!

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამშრომლებს საერთო წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და დამდეგ 2018 წელს ულოცავს.

“მოგესალმებით საქართველოს ფოსტის ძვირფასო თანამშრომლებო. გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სრულდება 2017 წელის და შეფასებისას უნდა აღვნიშნო, ამ წელს ჩვენ ერთად დავუმტკიცეთ საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოს რომ საქართველოს ფოსტის სახით მათ ემსახურებათ ძლიერი საფოსტო ოპერატრის. პარტნიორებს დავიდასტურეთ, რომ საქართველოს ფოსტა საუკეთესოა. მომხმარებლისთვის კი მომსახურების ხარისხის შეფასებისას სიამოვნებით ვიხელმძღვაენელებ საერთაშორისო ოფიციალურ მონცემებს, რომმლის მიხედვითაც ხარისხოვრივი მაჩვენებლით ევროპის ქვეყნების ათეულში მოვხვდით დიდი ბრიტანეთისა და დანიის სახელმწიფოს გვერდით.

2018 წელს ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესის დივერსიფიცირების გზით მომსახურების ეფექტიანობის ამაღლება და მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება. პროფესიონალიზმის დონე, რომელიც თქვენშია კონცენტირებული საშუალებას მოგვცემს კიდევ ახალი ენერგიით გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ახალი განვითარების დინამიკას შექმნის. ჩვენ შევქმნით უკეთეს მომავალს, უკეთეს სამუშაო გარემოს, მეტ შემოსავალს, როგორც კომპანიისთვის ასევე თითოეული თანამშრომლისთვის.

ჩვენ ვიყენებთ ქვეყანაში არსებულ თავისუფალ ბიზნეს გარემოს. ვმუშაობთ, გამოვიმუშავებთ ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და ახალ 2018 წლის დასაწვისიდანვე, ისევე როგორც აქამდე, ვიდგებით ერთმანეთის გვერდით.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყოველ თქვენგანს საერთო წარმატებაში შეტანლი წვლილისთვის და მსურს თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებული 2018 წელი!” – ლევან ჩიკვაიძე.

წყარო: საქართველოს ფოსტა / Georgian Post