ლინ მენეჯმენტში KAIZEN – ის ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო კურსი 19-22 ნოემბერს ჩატარდება.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას კაიზენის მეთოდოლოგიისა და ლინ (Lean) მენეჯმენტის შესახებ, გაეცნობიან კომპანიის დანაკარგების სახეობებსა და მათი დაზოგვის გზებს, ასევე მოხდება მუდმივ გაუმჯობესებასთან დაკავშირებული თემების განხილვა:
- ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა,
- კაიზენის პრინციპები,
- ვიზუალური მართვა,
- 5S-ისა და კაიზენის ცვლილების მოდელი.
ტრენინგზე ასევე მოხდება რეალური ქეისების განხილვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, განსაზღვრონ თავიანთი კლიენტების საჭიროებებზე მორგებული გრძელვადიანი ღირებულება, ამ ღირებულების შექმნისას არსებული დანაკარგის სახეობები, მათი აღმოფხვრისა და კომპანიის მუდმივი გაუმჯობესების გზები.
ტრენინგის დამსწრენი შეისწავლიან როგორც კომპანიის პროდუქციის/ სერვისის, ასევე კომპანიის ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ტოიოტას 14 პრინციპი
- რა არის ლინ(Lean) მენეჯმენტი
- ლინ(Lean) მენეჯმენტის ისტორია
- ლინ კულტურა, PDCA ციკლი
- CI მენეჯერის როლი
- დანაკარგის 7 სახეობა
- 5S წარმოებასა და ოფისში
- სტანდარტული სამუშაო, თევზის ფხის (Ishikawa) დიაგრამა, 5 რატომ
- ბიზნეს პროცესების აგეგმვა
- პრობლემების გამოკვეთა და გადაჭრა
- მუდმივი გაუმჯობესების კულტურა
- ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო ტესტი
ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://geo.kaizen.com/events/event-details/filter-events/event-code/KYBC-719-GEO.html
დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგძლიათ, ეწვიოთ გლობალურ ვებ-გვერდს: