2017 წლის ივნისი სასტუმრო Holiday Inn-ის გამაჯანსაღებელი ცენტრისათვის ყველაზე დატვირთული თვე იყო.
მარიამ ფიჩხაიამ სრულიად დამოუკიდებლად ძალიან კარგად გაართვა თავი კოორდინატორის მოვალეობებსა და, ზოგადად, ჯგუფის მართვას.
„ყველაზე მეტად აჭარა ჯგუფში მომწონს სამუშაო გარემო, რადგან აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ეს არის ჯგუფი, სადაც შრომა მაქსიმალურად გიფასდება. მუშაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში დავწინაურდი და მომეცა საშუალება, რომ გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები კოორდინატორის პოზიციაზე.“
მარიამ ფიჩხაია 22 წლისაა და 2017 წლის ივნისის – საუკეთესო თანამშრომელად დასახელდა.