“მაკდონალდსის” მარკეტინგის დეპარტამეტის ხელმძღვანელი მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი 86 მონაწილეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პირველი საპატიო ადგილი მარიამ ჭანტურიას გუნდმა მიუნხენში „მაკდონალდსის“ საერთაშორისო workshop-ზე მოიპოვა.
ერთკვირიანი workshop-ი ივნისში “Worldwide Hamburger Marketing University”-ში იმართებოდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ქვეყნის მაკდონალდსის 86 მარკეტინგის მენეჯერი მონაწილეობდა. Workshop-ის ფარგლებში გუნდებს დაევალათ სამ დღე-ღამეში მარკეტინგული გეგმის შედგენა, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა მაკდონალდსის წამყვანმა სენიორ მენეჯერებმა განიხილეს და გამოავლინეს გამარჯვებული.