მედიცინის მსოფლიო ასოციაციის World Association of Sleep Medicine (WASM) ინიციატივით, უკვე 10 წელია, მარტის თვის სრული კვირის ყოველ მეორე პარასკევს “ძილის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს ეს თარიღი 16 მარტს დაემთხვა. ასოციაციის ძილის კომიტეტის განცხადებით, ეს დღე დაწესდა იმ მიზნით, რომ საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი ძილის მნიშვნელობის მიმართ.
ძილის ექსპერტი Matthew Walker საუბრობს, თუ რა გავლენას ახდენს უძილობა ჩვენს ტვინსა და სხეულზე.
Matthew Walker: რა ემართება თქვენს სხეულსა და ტვინს, როდესაც არ გძინავთ? ძილის გარეშე ხდება მეხსიერების გადატვირთვა და ტვინს ახალი ინფორმაციის მიღება უჭირს. ახლო წარსულში მიღებული ინფორმაცია მეხსიერებაში აღარ რჩება. ძილის ნაკლებობა ასევე იწვევს ტოქსიკური ცილის ბეტა ამილოიდის დაგროვებას, რაც ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია, ბეტა ამილოიდებისგან ტვინი ღრმა ძილის ფაზაში თავისუფლდება და ტოქსიკური ცილის გამორეცხვას იწყებს. უძილობა მის დაგროვებას იწვევს. რაც უფრო ნაკლები გძინავთ, მით მეტად გროვდება ტოქსიკური ცილა – რაც ალცჰეიმერის განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
ძილის ნაკლებობას ასევე გავლენა აქვს რეპროდუქციულ სისტემაზე. კაცებში, რომლებსაც ღამის განმავლობაში მხოლოდ 5-6 საათი სძინავთ ტესტოსტერონის დონე ორგანიზმში 10 წლით მათზე უფროსი მამაკაცის დონემდე მცირდება. ძილის ნაკლებობა გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზეც. მხოლოდ 1 დღიანი უძილობის შედეგად 70%-ით მცირდება კიბოს უჯრედების გამანადგურებელი იმუნური უჯრედების წარმოქმნა, რაც თავისთავად ზრდის სწორი ნაწლავის, პროსტატას, ძუძუს და სხვა სახის კიბოს განვითარების რისკს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღამის ცვლაში მუშაობა ერთ-ერთ კარცენოგენად ანუ კიბოს გამომწვევ მიზეზად დაასახელა. ასევე ცნობილია, რომ ძილის ნაკლებობა აისახება თქვენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, რადგან ღამის ღრმა ძილის დროს კლებულობს გულისცემის სიხშირე, მცირდება წნევა, რაც კარდიოვასკულარულ სისტემას დასვენების და გადატვირთვის საშუალებას აძლევს. არასაკმარისი ძილის დროს კი, პირიქით არტერიული წნევა იზრდება.
თუ რეგულარულად 6 საათი ან ნაკლები გძინავთ, ფატალური გულის შეტევით ან ინსულტით გარდაცვალების რისკი 200%-ით იზრდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 8 საათი ძილი იმისთვის, რომ ორგანიზმმა აღიდგინოს ძალები.