შემოგვიერთდით

,,მიხარია, რომ იმ საქმეს ვემსახურები, რაც მიყვარს” – ნუცა დურგლიშვილი ,,გრანდ ვოიაჟის” დამფუძნებელი

ნუცა დურგლიშვილი ტურისტული სააგენტო ,,გრანდ ვოიაჟის” დამფუძნებელია. კომპანია 2017 წლის 15 დეკემბერს დაარსა და იმ წუთიდან თავდაუზოგავად შრომობს მიზნების მისაღწევად.

ყოველდღიურად უამრავ ზარს და შეტყობინებას პასუხობს. ყველა მგზავრის სურვილს ითვალისწინებს და მათთვის სასურველ პაკეტებს სთავაზობს. მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩეს. ხშირ შემთხვევაში უცანური კითხვებითაც ურეკავნ, მაგრამ ეს ყველაფერი დისკომფორტს არ უქმნის, რადგან სამუშაო პროცესისგან დიდ სიამოვნებას იღებს.

HR hub: რატომ გადაწყვიტე საკუთარი ტურისტული სააგენტოს გახსნა? 

ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვემსახურები, რაც მიყვარს. საკუთარი თავის რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აკეთო ის რაც კარგად გამოგდის და გსიამოვნებს.

HR hub: ძირითადად მუშაობ გამყვან ტურებზე. რომელია ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები, სადაც ქართველები მიდიან სამოგზაუროდ? 

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებს და არამარტო, სახელმწოფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მისცა. ადამიანებმა მოგზაურობა ისწავლეს და მე ეს ძალიან მიხარია. მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანებს საშუალება მიეცათ გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში ახალი ბაზრების ასათვისებლად, საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, გამოცდილების შესაძენად თუ ბიზნეს პარტნიორების მოსაძებნად. მოთხოვნადი მიმართულება არასეზონურად, მაინც რჩება ევროპა.

HR hub: რუსეთის სანქციების მერე აქტუალური გახდა ზაფხულის საქართველოში გატარება. რამდენად აისახა ეს ტურებზე. წინა ზაფხულს რომ შევადაროთ, შემცირდა საზღვარგარეთ წამსვლელი ქართველების რაოდენობა? 

გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ შემომყვან ტურებს არ ვახორციელებთ ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ძალიან ცხელი სეზონი იყო. ბევრი ტურისტი გვყავდა, რომლებიც წავიდნენ საზღვრებს გარეთ ზაფხულის გასატარებლად.

HR hub: რომელ ქალაქებში ურჩევდი სუსხიანი დღეების გატარებას იმ ადამიანებს, ვინც მოგზაურობას შემოდგომაზე გეგმავს?

შემოდგომით მოგზაურობა ძალიან შთამბეჭდავია ევროპის ქვეყნებში მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული აქტიურობა იკლებს, არ იფიქროთ, რომ ზღვაზე ხავერდოვანი სეზონი მოსაწყენი იქნება. რაც შეეხება ტაილანდს და ბალის, ეს პერიოდი საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის!