შემოგვიერთდით

ნინო ფეიქრიშვილი: “6 წლის წინ ჩემთვს საინტერესო ეტაპი დაიწყო პალიტრასთან ერთად”

დღეს პალიტრა მედია ჰოლდინგი 24 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით ნინო ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“6 წლის წინ ჩემთვს ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო პალიტრასთან ერთად, მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული ადამიანები მუშაობენ და განსაკუთრებულ საქმეებს აკეთებენ.

როცა მეკითხებიან ამდენს როგორ ვასწრებთ სულ მიკვირს, ჩვენ ამას მარტივად ვაკეთებთ, რადგან ერთმანეთი გვაძლიერებს.
აქ ცოტა “გიჟები” მუშაობენ, თავის საქმის პროფესიონალები,თავის საქმეზე შეყვარებული “გიჟები”.
მხოლოდ აქ თუ ხდება ღამით რემონტში მყოფი ბიბლუსის ახალი მიღაზიის დილით, უნაკლოდ, დიდი პრეზენტაციით გახსნა... ერთ წელიწადში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გაახსნა და საუკეთესო სტუდენტების მიღება, წელიწადში 400-ზე მეტი დასახელების წიგნის გამოცემა… “

მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ: 

  • ჩვენთან ერთმანეთი გვიყვარს;
  • გვიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებთ;
  • ვამაყობთ საქმით რომელსაც ვაკეთებთ;
    ჩვენთან საუკეთესოები ხვდებიან და აქ ერთხელ თუ მაინც გიმუშავია მთელი ცხოვრება ამ ოჯახის ნაწილი ხარ.

დღეს პალიტრა 24 წლის გახდა, 6 ინდუსტრია და 23 შვილობილი კომპანია, წინ კიდევ დიდი გეგმებია …. ” – ნინო ფეიქრიშვილი, პალიტრა მედია ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით.

„პალიტრამედია ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა – ჰოლდინგში 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.