შემოგვიერთდით

,,ნიუ ჰოსპიტალსი” ექსკლუზიურად HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს ,,კონსიერჟ სერვისს” შესთავაზებს

,,ნიუ ჰოსპიტალსი” HR ბიზნეს სამიტი 2019-ის ოქროს სპონსორია. ეს არის წლის მთავარი HR ღონისძიება, რომელიც  ზუსტად 1 დღეში King David-ში ჩატარდება.

ჩვენ ვესაუბრეთ  ,,ნიუს ჰოსპიტალსის” დირექტორს გიორგი რამიშვილს და გავარკვიეთ როგორ ემზადებიან სამიტისთვის და რა შეთავაზება ექნებათ მონაწილეებისთვის.

HR hub: რას ნიშნავს თქვენთვის აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერა?

,,ნიუ ჰოსპიტალსისთვის” მნიშვნელოვანია HR სამიტის მხარდაჭერა. ღონისძიებაზე წარვდგებით, როგორც მრავალპროფილური კლინიკა და წარვადგენთ ახალ მომსახურებას – კონსიერჟ სერვისს. ჩვენ ვთვლით, რომ HR ბიზნეს სამიტის მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომელთაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ,,ნიუ ჰოსპიტალსის” მრავალპროფილურობისა და მისი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურის შესახებ და ასევე, ეს ადამიანები უნდა სარგებლობდნენ კონსიერჟ სერვისით, რაც სპეციალურად მათთვის შეიქმნა და დაინერგა.

HR hub: როგორ იქნებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილები?

HR ბიზნეს სამიტზე ,,ნიუ ჰოსპიტალსი”, საგამოფენო სივრცეში სპეციალურ სტენდს მოაწყობს, სადაც შესაძლებელი იქნება  კონსიერჟ ბარათის აღება და აღნიშნული სერვისის წევრად რეგისტრაცია. ჩვენს სივრცეში მიიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც შეეხება ნიუ ჰოსპიტალსის სამედიცინო სერვისებსა და მკურნალობის შესაძლებლობებს.

HR hub: მოგვიყევით თქვენი ახალი სერვისის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც სწორედ HR ბიზნეს სამიტზე გაიმართება

კონსიერჟ სერვისი არის ნიუ ჰოსპიტალსის ახალი მომსახურება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისთვის სერვისის მიღების პროცესის გამარტივებას და მათთვის დამატებითი კომფორტის შექმნას.

ყველა მომხმარებელს, რომელიც ისარგებლებს კონსიერჟ სერვისით, ეყოლება საკონტაქტო პირი – ნიუ ჰოსპიტალსის თანამშრომელი, რომელიც ინდივიდუალურ სერვისს და კონსულტაციას გაუწევს მათ. კერძოდ:

  • კონსიერჟი პაციენტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით, მაგალითად რა ჩივილების დროს რომელ ექიმს მიმართოს;
  • უპასუხებს პაციენტების ზარებს და ჩაწერს მათ ექიმთან ვიზიტზე მათთვის მისაღებ დროს;
  • პაციენტებს გააცნობს სიახლეებს ახალი სერვისების/სამედიცინო პროცედურების შესახებ;
  • მოაგროვებს პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციას და მიაწვდის მათ სასურველ მისამართზე ან გაუგზავნის ელექტრონული ფოსტით.

ამასთან, კონსიერჟ ბარათის მფლობელებს ექნებათ უპირატესობა რიგის მართვის სისტემაში, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები სამედიცინო სერვისებზე. მაგალითად 20% ფასდაკლება ჩექაფ მომსახურებაზე და მხედველობის ლაზერულ კორექციაზე – სერვისებზე, რომლებსაც არ ანაზღაურებს დაზღვევა. ასევე, ისარგებლებენ სპეციალური პირობებით და შეთავაზებებით, როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის.

HR hub: კონსიერჟ სერვისის სარგებლობისთვის წინასწარი რეგისტრაცია სად შეიძლება გაიარონ მონაწილეებმა?

კონსიერჟ სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია HR ბიზნეს სამიტი 2019-ის მონაწილეებისა და მათი თანამშრომლებისთვის სპეციალურ ბმულზე. ყველა მონაწილეს, რომელიც წინასწარ დარეგისტრირდება, სამიტზე გადაეცემა „კონსიერჟ ქარდი“ – კონსიერჟ სერვისით სარგებლობის პლასტიკური ბარათი.

ის მონაწილეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ წინასწარი რეგისტრაციის ბმულზე დარეგისტრირებას, რეგისტრაციას შეძლებენ სამიტის მსვლელობისას. დარბაზში განთავსებული იქნება ნიუ ჰოსპიტალსის საგამოფენო სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები კონსულტაციას გაუწევენ ყველა მონაწილეს და დაარეგისტრირებენ ნებისმიერ მსურველს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სერვისი HR ბიზნეს სამიტზე დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის იქნება ექსკლუზიური და ამავდროულად უფასო, თუმცა სერვისი მომავალში სხვა მსურველებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი და მომსახურების მიღება ფასიანი იქნება.

HR hub: ღონისძიების სლოგანია #აღმოაჩინე. როგორ ფიქრობთ რას აღმოაჩენენ სამიტზე მოსული ადამიანები?

ჩვენი დიდი სურვილია მონაწილეებმა აღმოაჩინონ ნიუ ჰოსპიტალსი, როგორც საუკეთესო, მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში. ნიუ ჰოსპიტალსი ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 250 საწოლიანი კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჩვენ მონაწილეებს ვთავაზობთ აღმოაჩინონ გამორჩეული ინფრასტრუქტურის მქონე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც  ყოველდღიურად ასეულობით პაციენტს ემსახურება.