31 მაისს, ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს. თქვენ გელოდებათ: 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები.
რა მოხდება ?
- 14 სპიკერი სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, ისაუბრებენ HR-ში არსებულ ყველა გამოწვევასა და სიახლეზე. სპიკერების სრულია სია იხილეთ: https://goo.gl/i3jcuY ;
- I პანელური დისკუსია: მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კომპანიის CEO-ები, რომლებსაც შეკითხვებს სწორედ თქვენ, დაუსვამთ;
- II პანელური დისკუსია: დაეთმობა პროფესიული განთლების, დასაქმების გამოწვევებსა და მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე მსჯელობასა და დისკუსიას;
- გამოფენა: კომპანიები წარმოადგენენ HR მენეჯერებისთვის, ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო კორპორატიულ სერვისებს. ისინი ამ დღისთვის სპეციალური შეთავაზებებით მოვლენ;
- საღამოს, მოეწყობა დახურვის ცერემონია.
რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას ?
- მოხვდეთ ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
- აღმოაჩინოთ საუკეთესო პრაქტიკები HR სფეროში;
- გაეცნოთ მიმდინარე სიახლეებს;
- შეხვდეთ ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
- გაიცნოთ და გააცნოთ თავი ადამიანებს თქვენი სფეროდან;
- დაათვალიეროთ საგამოფენო სივრცეში მოწყობილი სპეციალური სტენდები, სადაც წარმოადგენენ თქვენთვის საინტერესო სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს;
HR ბიზნეს სამიტზე თქვენ გელოდებათ ინოვაციური გარემო და ბევრი სიურპრიზი.
რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ.
ეს იქნება დღე, რომელიც სულ გემახსოვრებათ.
ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.
მხარდამჭერები არიან: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, მეღვინეობა ხარება, ნატახტარი, ანემონე, ლურჯი ოკეანე, პალიტრა მედია ჰოლდინგი.
მედია პარტნიორები: HRhub.ge, ipn, bpn, ambebi.ge და რადიო იმედი.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ის.