საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ მიმდინარეობს;
პროექტის დანერგვა 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს რეგიონებში – სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და აჭარა;
სწავლის პროცესში სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან სახელმწიფო დაფინანსებით, ანაზღაურებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომით და მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს პროფესიას მეხილეობის მიმართულებით, ისწავლოს და იმუშაოს თანამედროვე დუალური პროგრამის ფარგლებში, მოიპოვოს სახელმწიფოს სრული დაფინანსება და კერძო სექტორის მხრიდან ანაზღაურება;
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ზემოაღნიშნულ სასწავლებლებში.
ასევე შესაძლებელია რეგისტრაცია ელექტრონულად (ონლაინ) – www.vet.emis.ge ვებ გვერდის საშუალებით“, – განმარტავენ ფერმერთა ასოციაციაში.