PSP დაზღვევამ ოფისის ინტერიერი განაახლა და გახსნაზე თანამშრომლების ბავშვებს უმასპინძლა.აღნიშნულ თემაზე HR hub ესაუბრა პსპ დაზღვევის, საცალო გაყიდვების უფროსს თამაზ შენგელიას.
HR hub: საიდან გაჩნდა ბავშვების დღის მოწყობის იდეა?
ჩვენი განახლებული ოფისის საზეიმო გახსნის დაგეგმარებისას, გაჩნდა იდეა, ყველაზე პატივცემული და მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის, ბავშვებისთვის გვემასპინძლა. მოვიწვიეთ თანამშრომლები და მათი შვილები.
HR hub: როგორ შეხვდნენ თანამშრომლები ამ იდეას?
იდეის თანამშრომლებთან გაზიარების შემდეგ ყოველდღიურად იზრდებოდა რეგისტრირებული ბავშვების სია. პირველივე დღეს რამდენიმე ათეული ბავშვი დარეგისტრირდა. საბოლოოდ 50 ზე მეტ ბავშვს და მშობელს ვუმასპინძლეთ.
HR hub: რით იქნება ახალი ოფისი გამორჩეული?
მოხდა ჩვენი ცენტრალური ოფისის მომსახურების სივრცის სრული განახლება. მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხე. მოხდა ოფისის ინტერიერის სრული განახლება, მეტად გამწვანება, ერთგვარად გაცოცხლდა მოსაცდელი სივრცე. ოფისი აღიჭურვა განახლებული ტექნიკით, რაც მომსახურების მოლოდინის დროის საგრძნობ შემცირებას იწვევს. პსპ დაზღვევა გააგრძელებს მომხმარებელზე სრუნვას და შევეცდებით ნებისმიერი სივრცე, კომფორტული იყოს მათთვის.