შემოგვიერთდით

მარიამ მაგულარია: “გამოცდილებას ვიღებდი 50 წლის სტაჟის მქონე ბაბუსგან”

“10 საათზე ოპერატორს რომ მოვითხოვდი, უკვე ვიცოდი, ამირან ბაბუ იქნებოდა.

რაღაცნაირად დაგვაწყვილეს, მანქანაში სულ მეუბნებოდა, არ არის კარგი ჟურნალისტის და ოპერატორის დაწყვილებაო, მაგრამ შენ რომ ხარ, უარს როგორ ვიტყვიო.

იმის მერე სულ ერთად დავდიოდით და ყველაზე მაგარ გამოცდილებას ვიღებდი 50 წლის სტაჟის მქონე ბაბუსგან. აღარ მოვყვები უამრავ ისტორიას, 13 ივნისის ამბებს, პარლამენტში მუშაობას და არც იმას, ბრიტანეთის ელჩს, ქალბატონ ალექსანდრას სინქრონის ჩაწერამდე რომ უთხრა ”ცოტა Come here-ო .”

თავის ლეგენდარულ ნოკიაში ”შვილობილი მარიამით” ვუწერივარ, დღემდე, ჰოდა, წეღან დავურეკე და Hi ქალბატონოო მითხრა:)))

ძალიან მიყვარს და სანამ ეს კაცი გადაღებებზე ივლის, ახალი თაობა კიდევ ბევრ რამეს ისწავლის  ” – მარიამ მაგულარია.