სულ უფრო ცოტა დრო დარჩა HR ბიზნეს სამიტის ჩატარებამდე. HR hub-ის გარდა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია ,,თიმბოუთიც”. ჩვენ ვესაუბრეთ პაატა პაპავას, რომელიც კომპანიის დირექტორი და პარტნიორია.
HR hub: ,,თიმბოუთი” აქტიურად არის ჩართული HR ბიზნეს სამიტის საორგანიზაციო ნაწილში. რა აქტივობებს გეგმავთ ღონისძიებაზე?
„თიმბოუთი“ ტრენინგისა და თიმბილდინგის კომპანიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება იყოს შინაარსობრივად საინტერესო, ფორმით შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული. რა თქმა უნდა, სამიტის პროგრამის დიზაინიც მონაწილეთა პროფესიული ინტერესების შესაბამისად შევქმენით.
ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ღონისძიების ყველა ფრონტზე იაქტიურებენ. ისინი წაუძღვებიან დისკუსიებს „HR კაფეებში“, ფასილიტაციას გაუწევენ სახალისო გუნდურ აქტვობებს. მე მოდერაციას გავუწევ პანელურ დისკუსიას, ასევე აუდიტორიას წარვუდგენ გამომსვლელებს და შევაჯამებ მათ მოხსენებებს. ერთი სიტყვით, ჩვენ ღონისძიების ყველა კომპონენტში ორგანიზატორების გვერდით ვიქნებით – დიდ სცენაზეც, პარალელურ სესიებზეც და კულისებშიც.
HR hub: რას ჰპირდებით იმ ადამიანებს, ვინც თქვენს ნეთვორქინგ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას?
პროფესიული ნეთვორქინგი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი დიდი გასაღებია თანამედროვე ბიზნესის სამყაროში. ამ ფაქტს ღონისძიების მონაწილეები გამომსვლელებისგანაც არაერთხელ მოისმენენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მონაწილემ გამოსცადოს ინტერაქციის ბევრი ალტერნატიული ფორმატი – მსოფლიო კაფე, როლური დებატი, თემატური თამაში, სახალისო ენერჯაიზერი – მოკლედ, რაც შეიძლება მეტი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობა. ნამდვილი ნეთვორქინგი სწორედ ასე იწყება. ის არ ვითარდება ხელოვნურ, მოსაწყენ, ჩაკეტილ სიტუაციებში. ჩვენ ვიცით, როგორ მივცეთ მონაწილეებს საშუალება, მეგობრულ გარემოში გაიცნონ ერთმანეთი, შეაჯერონ გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინონ თანამშრომლობის წერტილები და შესაძლებლობები.
HR hub: როგორ მოხდება აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა. ყველას შეეძლება დასწრება?
დიახ, რა თქმა უნდა. ღონისძიებაზე დიდი პანელური დარბაზის პარალელურად რამდენიმე ოთახში გაიმართება სხვადახვა ტიპის დინამიკური აქტივობები, რომლებსაც, ძირითადად, თიმბოუთის ფასილიტატორები წაუძღვებიან. ნებისმიერ მსურველს ადგილზევე შეეძლება მისთვის სასურველ ოთახში დარეგისტრირება.
HR hub: როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაესწრონ ადამიანები HR ბიზნეს სამიტს?
პირველ რიგში იმისათვის, რომ არ ავცდეთ და არ ჩამოვრჩეთ სფეროში მიმდინარე თნამედროვე პროცესებს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიწვიეს სპიკერები, რომლებიც კარგად გააშუქებენ გლობალურ ტენდენციებსა და ადგილoბრივ პროექტებს. გარდა ამისა, ბიზნეს სამიტი პროფესიული ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და პრაქტიკული ველია. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ღონისძიების დინამიკურობასა და მრავალფორმატიანობაზე. და ბოლოს, ეს არის საქართველოში გამართული წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება HR სფეროში.
HR ბიზნეს სამიტის ბილეთები: tkt.ge
კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge
ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance
ოქროს სპონსორი: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი Teamboat Food Management Group • ფუდ მენეჯმენტ გრუპი Rem•Bow Events King David
ვერცხლის სპონსორები:Fircroft m2rent Grant Thornton Georgia
მხარდამჭერები: KD4US DEVELOR Georgia BIA • ბია Tupinamba Coffee – Georgia Grand Voyage • გრანდ ვოიაჟი Anemone • ანემონე
მედია მხარდამჭერები არიან: BMG TV Imedi InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge ForbesWomanGeorgia