შემოგვიერთდით

რა სიახლეები იგეგმება სპარში თანამშრომლებისთვის?

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი, სუპერმარკეტების ქსელი ,,სპარი“ ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებების საფუძველი გახდა თანამშრომლების აზრის კვლევა, რომელიც პრობლემების დასადგენად ანონიმურად ჩატარდა. კრიტიკა ხომ ერთ–ერთი საუკეთესო გზაა ცვლილებების საჭიროების გასააზრებლად და მოქმედებისთვის.  მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით დაიგზავნა ელექტრონული კითხვარი, სადაც 600-მდე თანამშრომელმა დააფიქსირა თავის აზრი. კვლევის შედეგად გამოვლინდა ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას კომპანია და დაიგეგმა პოზიტიური ცვლილებები.

,,სპარში“ სიახლეები უკვე დაიწყო:

  • შეიცვალა HR დეპარტამენტის ხედვა, მიდგომები და დასახელებაც კი.  „თანამშრომლებზე ზრუნვის და განვითარების დეპარტამენტი“ – ასე ჟღერს ახალი სახელწოდება;
  • შეიქმნა ახალი პოზიცია „ბედნიერების მენეჯერი“, რომლის მთავარი საზრუნავია თანამშრომელი;
  • შეიცვალა პოზიცია „კონსულტანტის“ დასახელება: ,,მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი“ – ამიერიდან ასე ეწოდება ყველა კონსულტანტს;
  • შეიცვალა და გაიზარდა მაღაზიის თანამშრომლების ხელფასები;

დაემატება ახალი ბენეფიტები, რომლითაც თანამშრომლები ისარგებლებენ -კერძოდ კვებაზე 50% – იანი ფასდაკლება, ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა, ღია და გამჭირვალე საბონუსე სისტემა; შეიქმნება კარიერის გვერდი სოციალურ ქსელში, რომელიც თანამშრომლების შესახებ მოუყვება საზოგადეობას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ,,სპარი“ საკონსულტაციო კომპანიის რეკომანდაციით, ნერგავს ,,პირადი კონსულტანტის“ სერვისს (www.pirdarme.ge), რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები მათი აზრის თუ შენიშვნების დაფიქსირებას თავისუფლად ან თუნდაც ანონიმურად, პირდაპირ ონლაინ შეძლებენ და ამაზე რეაგირებას ,,პირადი კონსულტანტი“ მოახდენს. ,,მე მითხარი პიდაპირ…“ ასეთია აღნიშნული კამპანიის მთავარი გზავნილი. მიზანი თანამშრომლების სურვილების და პრობლემების მყისიერი გარკვევა და უსწრაფესად მოგვარებაა.

თანამშრომლების, ისევე როგორც მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კომპანიის ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი ელემენტია.

,,სპარის“ მაღაზიები ყოველკვირეულად იხსნება და თანამშრომლების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობას ზრდის. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ლინკზე: აქ მთავარი ხარ შენ!

ეს პოზტიური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია! – აცხადებენ კომპანიაში.