მედიაჰოლდინგმა “პალიტრამ” საახალწლო ფესტივალი გამართა. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული ხასიათი ექნება.
ფესტივალს თანამშრომლებთან ერთად მეზობლებიც შეუერთდნენ და ერთად შექმნეს სადღესასწაულო განწყობა.
ფესტივალზე “პალიტრის” შვილობილი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ნებისმიერ მსურველს წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა 60%-მდე ფასდაკლებით შეეძლო.
“პალიტრის საახალწლო ფესტივალი წელს პირველად ტარდება. ტრადიციულად ასეთ ღონისძიებებს თანამშრომლებისთვის ვაკეთებდით, თუმცა, გავზარდეთ მასშტაბები, მთელი უბანია დაპატიჟებული. საახალწლო ფესტივალზე ჩვენი შვილობილი კომპანიებია წარმოდგენილი. მათ 60 %-მდე ფასდაკლებით აქვთ საჩუქრები, რომლებიც თანაშრომლებს და მეზობლებს შეუძლიათ მთელი ოჯახისთვის იყიდონ.
ფანტასტიური გარემოა და ვფიქრობ, რომ შევქმენით წინასაახალწლო განწყობა”, – აღნიშნა მედიაჰოლდინგ “პალიტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ფეიქრიშვილმა.
“ეს არის “პალიტრის” საახალწლო ფესტივალი, რომელიც 2018 წლის ბოლოს პირველად ჩატარდა, პალიტრის ეზოში, თუმცა, ამიერიდან ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და გაახარებს არა მარტო “პალიტრის” თანამშრომლებს, მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
გამოფენაზე ძალიან დიდი ფასდაკლებით იყო წარმოდგენილი 4 მაღაზიის ქსელის პროდუქცია – ALLWINE.GE-ს, “ბიბლუსის”, სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “პეპელას” და “პალიტრა L”-ს პროდუქცია, კორპორაციული შეთავაზებით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც “პალიტრაში” მოვიდა. დიდი მადლობა ამ დღის ორგანიზატორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვესტუმრა. გელოდებით მომავალი წლის პალიტრის საახალწლო ფესტივალზე”, – აღნიშნა AMBEBI.GE-ს მთავარმა რედაქტორმა ეთო ფურცხვანიძემ.
ფესტივალს ესწრებოდა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე, რომელმაც რაიონის მაცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია.
“საბურთალოს რაიონის გამგეობის სახელით ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. რაც შეეხება მსგავს ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან, რომ დააორგანიზონ და ჩაერთონ ასეთი ტიპის ღონისძიებებში. ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს და ალბათ, მთელი საახალწლო პერიოდი აქ დამუხტული პოზიტივით ვიქნები”, – აღნიშნა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ბაჩა კაპანაძემ.
წყარო: www.ambebi.ge