კომპანია ნიკორამ დედაენის ბაღში Team Fest გამართა.
ფესტივალზე ნიკორას თანამშრომლებსა და ნიკორაში დასაქმების მსურველებს უამრავი საინტერესო აქტივობა დახვდათ. ტერიტორიაზე განთავსებული იყო თიმბილდინგისთვის განსაზღვრული თამაშები, თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირების ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცე, დასაქმების მსურველთათვის საინფორმაციო ტენტები.
ფესტივალი დასრულდა ნიკორას თანამშრომლის DJ Twin Scroll-ის გამოსვლით და გამორჩეული ქართული ბენდის- Bedford Falls-ის ლაივ კონცერტით.
აი ასეთი ფერადი და პოზიტიური იყო ნიკორას “Team Fest”, რომელიც ჩვენი მოქმედი და მომავალი თანაგუნდელებისთვის ჩატარდა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საღამოს გალამაზებაში! – აცხადებენ კომპანიაში.