,,რეფორმის პროგრესულმა მიმდინარეობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.“
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეხვდნენ. დისკუსია 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ რეფორმას შეეხო. ლევან სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, არსებული შედეგები გააცნო და განმარტა რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 854 ათასამდე ადამიანი არის გაწევრიანებული, ხოლო საპენსიო სააგენტოში მობილიზებული თანხა 304 მილიონს აჭარბებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა. მხარეები აღნიშნავენ, რომ მსჯელობა საპენსიო რეფორმაზე მომავალშიც გაგრძელდება.