შემოგვიერთდით

როგორია ილიაუნის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა ბიზნესის სკოლის 2016 წლის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 2016 წლის კურსდამთავრებულთა 80% სწავლის დასრულებიდან 1 წლის მანძილზე დასაქმდა;
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათგან 63% საკუთარი პროფესიით მუშაობს;
  • პროფესიით დასაქმებულთა მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 10%-ით არის გაუმჯობესებული.