2018 წლის 31 მაისს HR hub-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი BDO–ს მხარდაჭერით ჩატარდა.
პირველად საქართველოში, 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა ყველაზე აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 300-ზე მეტი ადამიანური რესურსების მენეჯერი და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი დაესწრო.
გაეცანით სამიტის მონაწილეების შეფასებებს, რომლებიც HR ბიზნეს სამიტის დასრულებისას მივიღეთ:
- ძალიან მაგარი იყო სპიკერების 10 წუთიანი სფიჩები – განსაკუთრებით სადაც ჩანდა კრეატივი და სიახლე, აღფრთოვანებული ვარ პალიტრა მედია ჰოლდინგის ნინო ფეიქრიშვილის სფიჩით, ძალიან ეფექტური იყო მედეა ტაბატაძე, თავისი კონკრეტული აქცენტებით, ზოგადად ფორმატი იყო სუპერ.
- პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის ძალიან საიტერესო და ნაყოფიერი იყო აღნიშნული სამიტი. სიამოვნებით ველოდებით მომავალშიც მსგავს აქტივობებს.
- ძალიან მომეწონა თქვენი სამიტი, საინტერესო და ინფორმაციული იყო და კარგად ორგანიზებული და ჩვენთვის სასარგებლო კონტაკტებიც შევიძინე,
- პირველ რიგში მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის. ძალიან მოხარული ვიქნებით, მომავალშიც თუ დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. საკმაოდ ინფორმატიული და საინტერესო სამიტი იყო.
- რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, აღფრთოვანებული ვარ ღონისძიების მასშტაბით, უნაკლო ორგანიზებით, საინტერესო თემებით და მომხსენებლებით, მასიური ჩართულობით, HR hub-ის გუნდის კომპეტენტურობით….. ეს იყო მასშტაბური პროფესიული ღონისძიების საუკეთესო პრეცენდენტი!!! და ისედაც საინტერესო შეხვედრებით დახუნძლული წლის ღირსეული კულმინაცია!!! P.S. მიხარია, რომ მომეცა შტაბეჭდილებების გაზიარების საშუალება.
- ძალინ საინტერესო და კარგი ფორმატის შეხვედრა იყო. ორგანიზებული ძალიან კარგად და სასიამოვნოდ.
- მადლობა თქვენ ამ გრანდიოზული და საინტერესო ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზებისთვის, მადლობა სპონსორებს და ყველას ვინც თქვენი დახმარებით შექმნა ეს დღე.
- საინტერესო სპიკერები და თემები იყო სამიტზე, მიუხედავად იმისა რომ დრო თითოეული სპიკერისთვის იყო საკმაოდ მცირე, ახლა უკვე შესაძლებელია მათთან უშალო დაკონტაქტება ამა თუ იმ თემის უფრო სიღრმისეულად განხილვა.
- შენიშვნებს რაც შეეხება, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა უფორ ნაკლები სპიკერი და უფრო მეტად გაშლილი თემები.
- გადასარევი ღონისძიება იყო, თავისი ლოკაციით და ლამაზი გაფორმებებით. წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ბევრ საინეტერესო სიახლეს და ღონისძიებას დაველოდებით თქვენგან.
- სამიტი იყო ძალიან მაგარი, ასეთი ივენთის ორგანიზებას ძალიან დიდი რესურსი ჭირდება და გამბედაობა, რასაც ძალიან ვაფასებ თქვენში და ბრავო. თვქენი ყოველდღიული წარმატების ტემპი ძალიან მაღალია.
სრული მიმოხილვა: https://bit.ly/2KAK02H