შემოგვიერთდით

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კომპანიებისთვის ,,ბიზნეს ლიგა კარტინგში” ჩემპიონატი ჩატარდება

სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების კომპანიებისთვის, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე “ბიზნეს ლიგა კარტინგში”  ჩემპიონატი  ჩატარდება.კომპანიებისთვის რეგისტრაცია დაწყებულია და 10 დეკემბერს დასრულდება.  თითოეული მონაწილე პირველობისთვის კომპანიის სახელით იბრძოლებს. იქნება დაჯილდოვება და საზეიმო დახურვა. ღონისძიება გაშუქდება სხვადასხვა მედია საშუალებით.

შეჯიბრი ტარდება სამ ეტაპად.  თითოეული კომპანიიდან ნახევარფინალში გადადის 2 საუკეთესო.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ამიერკავკასიის ერთადერთ ტრეკზე, (სათანადო ინსტრუქტაჟის შემდეგ) მრბოლელებთან და მათ გარეშე. მათ შესაძლებლობა მიეცემათ გამოსცადონ მაქსიმალური სისწრაფე 4,6კმ სიგრძის ტრასაზე ავტომობილებით:

  • ფორმულა ალფა (ტაქსით);
  • მიტჯეტ ტაქსით;
  • ლეგენდები.

ასევე ყველა ფინალისტს საჩუქრად გადაეცემა “120 წუთიანი სავარჯიშო სესიების ვაუჩერი” საკუთარი ავტომობილით რბოლისთვისთვის.

კარტინგის ჩემპიონატი ჩატარდება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის  ახალი “კარტინგის პროფესიონალურ ტრეკზე”, სადაც მიმდინარეობდა პირველი ,,ბიზნეს ლიგის” ჩემპიონატი.

პირველი შეჯიბრის (შიდა შესარჩევი ტურები) თარიღებია: 12,13,14,15,16, 17,18,20 დეკემბერს (წინასწარ შეთანხმდება ჩამოთვლილთაგან ერთი რიცხვი).

ფინალი გაიმართება 29 დეკემბერს.

კომპანიის მონაწილეობის საფასურია -1500ლარი (ყველა ეტაპი). თანამშრომლების რაოდენობის კლება არ გამოიწვევს საერთო თანხის შემცირებას.

,,ბიზნეს ლიგის” კარტინგის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერს – სოფო ახალაიას 577174790.

იხილეთ წინა ჩემპიონატის ფინალის ვიდეორგოლი