HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩაეშვება. სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი” მომავალი HR მენეჯერების ინოვაციური ჰაბის მთავარი მხარდამჭერია.
,,პრაიმი” ევროპული ინვესტიციებით შექმნილი დასავლური სტანდარტების სადაზღვევო კომპანიაა. 2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე ახალი განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა.
HR hub Next-ის პროექტზე ვესაუბრეთ სადაზღვევო კომპანია “პრაიმის” გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ შავლაყაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR hub Next-ის მხარდამჭერი?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ HR Hub Next სწორედ ის პროექტია, რომელშიც გაერთიანებულები იქნებიან მოტივირებული ახალგაზრდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ ტიპის პროექტის მხარდაჭერა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს დამწყები, მონდომებული ადამიანების განვითარებაში. პრაიმის, როგორც ბრენდის კონცეფციაც ამაში მდგომარეობს, ეს არის სიახლეებზე, ახალ იდეებსა და განვითარებაზე მოტივირებული სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე.
HR hub: HR hub Next-ის წევრებს აქვთ თუ არა თქვენთან HR-ის მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობა?
დიახ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოძიება ჩვენი პრიორიტეტია, არ გამოვრიცხავთ მომავალში თანამშრომლობას სხვადასხვა პოზიციებზე.
HR hub: რას ურჩევდით Next-ის წევრებს?
ვფიქრობ, განვითარების სურვილი და მუდმივად სიახლეებისკენ სწრაფვა ადამიანის წარმატების წინაპირობაა. Next-ის წევრებს პირველ რიგში მივულოცავდი ინოვაციური ჰაბის წევრობას და თითოეულ მათგანს ვუსურვებდი მომავალში წარმატებული კომპანიის HR- ის პოზიციის დაკავებას.
HR hub: გეგმავთ თუ არა მომავალშიც მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერას?
სადაზღვევო კომპანია პრაიმი ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ ყველა იმ წამოწყებების მხარდაჭერას, რომელიც ახალგაზრდა თაობას დაეხმარება პროფესიულ განვითარებასა და დასაქამებაში.