შემოგვიერთდით

საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცის – 1419.8 ლარით განისაზღვრა

საქსტატის უახლესი ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

2019 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა – -0.4 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა – 6.0 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა – 5.6 პროცენტი).