19 ივლისს, ერთი დღით „სოკარის“ მენეჯმენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების ოპერატორების როლი მოირგეს.
ისინი მთელი დღის განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ შორის, საწვავის ჩასხმას, საქარე მინების წმენდას, მომსახურებას მარკეტში და ა.შ. ერთ დღიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ სათავო ოფისის თანამშრომლებმა.
ამ სამუშაოს შესრულების პარალელურად, კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები მომხმარებლებს „სოკარის“ ყველა მიმდინარე სიახლეს აცნობდნენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის შესახებაც „სოკარის“ თანამშრომლებმა მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდეს, ლოიალობის განახლებული ბარათია. „სოკარის“ ერთგული კლიენტები ამ ბარათს დიდი ხანია „ენერჯი ბარათის“ სახელით იცნობენ, თუმცა, კომპანიამ ზაფხულში ამ ბარათს დამატებითი ფუნქციები შესძინა.
2019 წლის ივლისიდან მომხმარებლებს ბარათით ფასდაკლების მიღების გარდა, ქულების დაგროვებაც შეუძლიათ. მობილური აპლიკაციის SOCAR Geo-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს, წინასწარ შეიძინოს საწვავი და დარიცხოს ენერჯი ბარათზე, რის შემდეგაც გაორმაგებულ დაგროვილ ქულებს „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე ისევ საწვავში, ან სხვა პროდუქტებში გადაცვლის. პროდუქტების ჩამონათვალის ნახვა მობილურ აპლიკაციაში შესაძლებელი.