შემოგვიერთდით

შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია?!

“სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით,

საქართველოში დაუსაქმებელთა უფრო დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებზე მოდის, ვიდრე განათლების ყველაზე დაბალი საფეხურის მქონე რესპონდენტებზე. შესაბამისად, თავად რესპონდენტების მოსაზრება, რომ სასურველი სამუშაოს საშოვნელად უმაღლესი განათლებაა საჭირო, შესაძლოა შეუსაბამო იყოს ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან, რომელიც, გარკვეული კვლევების თანახმად, სწორედ დაბალკვალიფიციურ მუშახელს ითხოვს. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს მოთხოვნა-მიწოდების კუთხით დისბალანსის არსებობაზე;

დაუსაქმებელი რესპონდენტების 31%-მა უმაღლესი განათლება თანამედროვე, ბოლონიის სისტემაში მიიღო, მაგრამ მაინც უარყოფითად აფასებს საკუთარ კომპეტენციებს, რაც გარკვეულწილად ადასტურებს საქართველოში დღეს-დღეობით არსებული საგანანმანათლებლო სისტემის სისუსტეს, მოამზადოს თანამედროვე, კონკურენტული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი  კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც სათანადო კომპეტენციებს და უნარებს ფლობენ;