შემოგვიერთდით

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპსეიჩარ ჰაბის მიერ.

ვინ ვართ

HR hub არის HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანება საქართველოში.

ჩვენი მიზანია ჩვენი HR სერვისებით ხელი შევუწყოთ HR მენეჯერებისა და ზოგადად HR სფეროს განვითარებასა და წარმატებას.

საიდენთიფიკაციო ნომერი: 436042505

ციფრულ არხებში თქვენი ინფორმაციის უსაფთხოება

შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატვისი მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე info@hrhub.ge შეტყობინების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ HR hub ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით HR hub – ში  არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაცია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც  მოვიპოვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ჩვენ, HR hub – ის გუნდი, გპირდებით, რომ:

  1. ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  2. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  3. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  4. რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  5. ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  6. მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
  7. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია. გვაქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ. ქვემოთ მოცემულია მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის ფონზეც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზნებს და ჩვენს სამართლებრივ საფუძვლებს:

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;
  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
  • მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
  • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
  • კლიენტის ანგარიშებზე საკომისიოებისა და პროცენტის სამართავად;
  • სახაზინო და საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა.
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად.
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა.
  • ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა.
  • ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება.

ჩვენი მიზანი:

  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების ეფექტიანად შესრულება.
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი

  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა.

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:

  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სოციო-დემოგრაფიული (ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის ან პროფესიის შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია განათლების შესახებ);
  • ტექნიკური ინფორმაცია (თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ).

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით;
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.
  • აგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ზოგჯერ ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ან ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა სხვა პირებისგან მიღების უფლებამოსილებაც გაგვაჩნია კანონმდებლობით ან თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული ჩვენ გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხზე რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ ახლა ან შემოგთავაზებთ მომავალში.

ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ მიღებული ავტომატური გადაწყვეტილებების ტიპები:

ფასწარმოქმნა – ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების ფასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე;

პროდუქტებისა და მომსახურების კლიენტების საჭიროებებზე მორგება – ჩვენ ვახდენთ ჩვენი კლიენტების სეგმენტიზაციას ჯგუფებად. ასეთ ჯგუფებს კლიენტთა სეგმენტებს ვუწოდებთ, რომელთაც თქვენი საჭიროებების შესასწავლად ვიყენებთ და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ვცდილობთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება კლიენტთა სხვადასხვა სეგმენტისათვის რელევანტური პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნასა და მათთან ურთიერთობების დარეგულირებაში.

მარკეტინგი

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებების პირობებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად · იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 15 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.

როგორ დაგვიკავშირდეთ

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით: ტელ: 591990107 info@HRhub.ge